"მილანი" აზიელი სპონსორებისგან ყოველწლიურად 100 მლნ ევროს მიღებას იმედოვნებს

AutoSharing Option
"მილანის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ ტაილანდელმა ბიზნესმენმა ბი ტეჩაუბოლმა, რომელიც იტალიური კლუბის აქციათა 48%-ს ფლობს, აზიაში სპონსორები მოიძია.

79 წლის იტალიელი იმედოვნებს, რომ სპონსორების წყალობთ "როსონერი" შეძლებს, სატრანსფერო ბაზარზე კონკურენცია ევროპის წამყვან კლუბებს გაუწიოს.

"მან ძალიან საინტერესო გეგმა შემომთავაზა რესტორნებთან, საფეხბურთო სკოლებსა და მერჩანდაიზინგთან დაკავშირებით. ამ სტრატეგიას შეუძლია კლუბს ყოველწლიურად 100 მლნ ევრო მოუტანოს ჩინეთიდან და კიდევ ცხრა აზიური ქვეყნიდან.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბრენდის კომერციალიზაცია, რათა კონკურენცია გავუწიოთ იმ კლუბებს, რომლებსაც "მენავთობეებისგან" დიდი ეკონომიკური რესურსი აქვთ", - აქვეყნებს ბერლუსკონის ნათქვამს
Mediaset Premium.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული