ტურინის "იუვენტუსს" მიუნხენის "ბაიერნის" მცველი სურს

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა მეჰდი ბენატიამ კარიერა, შესაძლოა, ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელოს.

აღნიშნულ ინფორმაციას Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინელები დაცვის ხაზის გაძლიერებას გეგმავენ, ამიტომ 28 წლის ფეხბურთელის შესაძენად მზად არიან 30 მილიონი ევრო გამოყონ.

მიმდინარე სეზონში ბენატიამ 13 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული