"პალერმოს" თავკაცი ჯუზეპე იაკინი ამ სეზონში შეიძლება მეორედ გააგდონ გუნდიდან.
საქმე ისაა, რომ "პალერმოს" პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ მორიგი წარუმატებლობის შემდეგ ფეხბურთელები და მწვრთნელი ღიად გააკრიტიკა, მან განაცხადა, რომ ფეხბურთელები მხოლოდ ფულის გამო თამაშობენ.
ძამპარინის შემთხვევაში წინასწარმეტყველება ძნელია, მაგრამ სავარაუდოდ, მას "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ გააგდებენ, თუკი სიცილიური კლუბი დამარცხდება. შეგახსენებთ, რომ ძამპარინიმ იაკინი ამ სეზონში უკვე გააგდო - ნოემბერში, მაგრამ თებერვალში უკან დაუძახა.
თავად ძამპარინი აცხადებს, რომ მწვრთნელს გუნდიდან წასვლა სურს, მაგრამ მე და ფეხბურთელები ყველანაირად ვეწინააღმდეგებითო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
17:05 09-03-2016
ჯუზეპე იაკინის "პალერმოდან" სეზონში მეორედ აგდებენ
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული