"პალერმო": გიჟის შოუ გრძელდება

AutoSharing Option
"პალერმოს" პრეზიდენტ მაურიციო ძამპარინისთვის მწვრთნელთა ხშირი ცვლა ჩვეული ამბავია და დიდწილად, სწორედ ამით გაითქვა სახელი, მაგრამ ის, რაც მიმდინარე სეზონში ხდება, სრული სიგიჟეა. თავად განსაჯეთ, სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან 28 ტურია გასული, სიცილიურ გუნდს კი მწვრთნელი 8-ჯერ შეუცვალეს!

სულ ახალი ინფორმაციით, "პალერმოს" ვალტერ ნოველინო გაწვრთნის, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, მისი მიზანი კი გუნდის ელიტაში დატოვებაა.

აქვე ვთქვათ, რომ სატურნირო ცხრილში "პალერმო" მე-17 ადგილზეა, გასავარდნ ზონას კი ერთი პოზიცია და ამდენივე ქულა აშორებს. ცხადია, ის ქაოსი, რამაც გუნდში
დაისადგურა, ფეხბურთელებზეც აისახა და გასაკვირი სულაც არაა, რომ "პალერმო" ასე წარუმატებლად ასპარეზობს.

მოკლედ, ნოველინოს საკმაოდ რთული ამოცანა აქვს, აწეწილი გუნდი უნდა დაალაგოს და სერია A-ში დატოვოს. აქვე ვთქვათ, რომ ბოლოს 62 წლის სპეციალისტი "მოდენაში" მუშაობდა, იქამდე კი სერია A-ს და B-ს არაერთ გუნდს წვრთნიდა, მათ შორის - "ნაპოლის", "სამპდორიას" და "ტორინოს".

ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს მოვალეობას ნოველინო და რაც ყველაზე საინტერესოა, რამდენ ხანს გაჩერდება "პალერმოში". როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე სეზონში სიცილიურმა გუნდმა 8-ჯერ შეიცვალა მწვრთნელი, ნოველინოს წინამორბედთა სია კი ასეთია:

დავიდე ბალარდინი, ფაბიო ვივიანი, გილიერმე სკელოტო, ჯოვანი ტედესკო, ჯოვანი ბოსი და ორჯერ ჯუზეპე იაკინი.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მატჩში მთავარი მწვრთნელის როლი გუნდის მეკარემ და კაპიტანმა რობერტო სორენტინომ შეითავსა და თანაგუნდელებთან ერთად, სწორედ მან დააყენა სასტარტო შემადგენლობები. მოკლედ, "პალერმოში" სრული საგიჟე იყო და როგორც ჩანს, შოუ გრძელდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული