ლევან მჭედლიძე მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო თამაშში, მისი "ემპოლი" კი შინ "სამპდორიას" 1:1 დაუზავდა. ზედიზედ 4 მარცხის მერე, "ემპოლიმ" პირველი ქულა მოიპოვა.
მილანის "ინტერმა" "ჯუზეპე მეაცაზე" 2:1 მოუგო "ბოლონიას". მასპინძლებმა გოლები მეორე ტაიმის 4-წუთიან მონაკვეთში გაიტანეს, თავი ივან პერიშიჩმა და დანილო დ'ამბროზიომ გამოიჩინეს.
ემპოლი-სამპდორია 1:1
გოლები: 0:1 კვალიარელა (42), 1:1 ლაურინი (82)
ინტერი-ბოლონია 2:1
გოლები: 1:0 პერიშიჩი (72), 2:0 დ'ამბროზიო (76), 2:1 ბრიენცა (90)
იუვენტუსი-სასუოლო 1:0
13 მარტი
კიევო-მილანი 15:30
კარპი-ფროზინონე 18:00
ფიორენტინა-ვერონა 18:00
უდინეზე-რომა 18:00
ჯენოა-ტორინო 18:00
ლაციო-ატალანტა 23:45
პალერმო-ნაპოლი 23:45
1. იუვენტუსი - 67 ქულა; 2. ნაპოლი - 61; 3. რომა - 56; 4. ინტერი - 54; 5. ფიორენტინა - 53.