"პალერმოს" გიჟმაჟი პრეზიდენტი ფეხბურთიდან მიდის

AutoSharing Option
სერია A-ს გასულ ტურში "პალერმომ" ვერც "ემპოლის" მოუგო და სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზე დაეშვა, ეს კი გასავარდნი ზონაა. მოკლედ, სიცილიელებს დიდი ჩავარდნა აქვთ და შესაძლოა, ეს სერია B-ში დაქვეითებად დაუჯდეთ.

ასეთი რეგრესი არცაა გასაკვირი, რადგან ბოლო დროს "პალერმოში" სრული ქაოსია - თავად განსაჯეთ, კლუბის პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ 8 თვეში 8 მწვრთნელი შეცვალა, ასეთ გარემოში კი რაიმე წარმატებაზე ფიქრი წარმოუდგენელია.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, ძამპარინი "პალერმოს" 70 მილიონ ევროდ გაყიდის და ის უკვე აქტიურ მოლაპარაკებებშია ჩაბმული.

მაურიციო ძამპარინიმ საგანგებო ბრიფინგი
გამართა და განაცხადა, რომ სეზონის დასრულებასთან ერთად, ისიც დატოვებს "პალერმოს" და შესაბამისად, იტალიურ ფეხბურთს. ძამპარინის კომენტარს აქვე გთავაზობთ:

"იტალიურ ფეხბურთში ორი თვე დამრჩენია, რადგან სეზონის დასრულებისთანავე "პალერმოს" გაყიდვას ვაპირებ. ფეხბურთმა გადამღალა და ამასთან, დიდი ფინანსური ზარალი მომაყენა.

იმედი მაქვს, კლუბის ახალი მმართველები პალერმოელები იქნებიან და წყალში არ ჩაყრიან იმ წლებს, რომლებიც გუნდს შევალიე. სამომავლოდ, "პალერმოს" დიდ წარმატებას ვუსურვებ, იქამდე კი ელიტაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიძინას ვუთხრათ, იყიდოს, ქართველები მოვამრავლოთ იტალიის ჩემპში. (Y)
ქუთაისელი
11:39 23-03-2016
0

სიახლეები პოპულარული