იტალიაში "რომას" ნახევარმცველის რაჯა ნაინგოლანის სახლი გაქურდეს

AutoSharing Option
Il Messaggero-ს ინფორმაციით, "რომას" ნახევარმცველის რაჯა ნაინგოლანის სახლი გაქურდეს.

როგორც ირკვევა, რომის გარეუბანში მდებარე ბელგიის 27 წლის ფეხბურთელის სახლში უცნობებმა შაბათ ღამით შეაღწიეს და რამდენიმე ასეული ათასი ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს. ქურდობის მომენტში ფეხბურთელი და მისი ოჯახის წევრები შინ არ იმყოფებოდნენ.

მიმდინარე სეზონში ნაინგოლანმა სერია A-ში 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული