სერია A. XXXIII ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ტოპ-ფორმაში: 67 69-დან

AutoSharing Option
* 2016 წელს სერია A-ში მხოლოდ გონსალო იგუაინს აქვს იმაზე მეტი (14) გოლი გატანილი, ვიდრე ანდრეა ბელოტის (9).

* "იუვენტუსმა" ბოლო 23 ტურში შესაძლებელი 69 ქულიდან 67 დააგროვა. ეს სერია A-ს რეკორდია, ასეთი 23-ტურიანი სერია იტალიის ჩემპიონატში არავის ჰქონია.

* გონსალო როდრიგესს 2012/13 წლების სეზონიდან აქამდე 21 გოლი აქვს გატანილი სერია A-ში, რაც 11 ბურთით უფრო უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე რომელიმე სხვა მცველს აქვს.

* ჯაკომო ბონავენტურას 8 საგოლე პასიდან 5 კარლოს ბაკაზე მოდის.

* რომის "ლაციომ" ზედიზედ ორ ტურში კარი
მშრალად ამ სეზონში პირველად შეინახა.

* 33 ტურის მერე ტურინის "იუვენტუსს" მხოლოდ 17 გოლი აქვს გაშვებული. ამაზე ცოტა გოლი ამ დროისთვის 1993/94 წლების სეზონში "მილანს" ჰქონდა გაშვებული (14).

* ზედიზედ მე-4 სეზონია, "იუვენტუსს" 5 ტურით ადრე მინიმუმ 8-ქულიანი უპირატესობა აქვს უახლოეს მდევართან.

* ფრანჩესკო ტოტიმ სერია A-ს ბოლო 4 მატჩში 3 გოლში მიიღო მონაწილეობა. ლეგენდარულმა ვეტერანმა ერთი გოლი გაიტანა, ორჯერ კი პასი გააკეთა.

* მარკო ბორიელოს ყოფილი კლუბის, "რომას" წინააღმდეგ ჩატარებულ ბოლო 3 მატჩში გოლი აქვს გატანილი. ამჯერად მან "გლადიატორებს" დუბლი შეუსრულა და პლუს, საგოლე გადაცემაც მიითვალა.

* დეკემბრის მერე "ინტერმა" პირველად შეძლო მიყოლებით ორ ტურში კარის მშრალად შენახვა.

* მაურო იკარდის მიმდინარე სერია A-ში 15 გოლი აქვს გატანილი და ყველა მეტოქის საჯარიმოში ყოფნისას დარტყმებით. საჯარიმოს გარედან არგენტინელს ჯერ არ გაუტანია.

* იკარდის საშუალოდ ბურთთან 50 შეხება სჭირდება გოლის გასატანად, რაც ბოლო ორ სეზონში საუკეთესო მაჩვენებელია იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც 3 ან მეტი გოლი აქვთ გატანილი.

* "კარპიმ" ისტორიაში პირველად მოახერხა სერია A-ს მატჩის პირველ ტაიმში ორი გოლის გატანა. აღსანიშნავია, რომ გუნდმა ორივე ბურთი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში შეაგდო.

* მხოლოდ პირველი ტაიმები რომ ითვლებოდეს, "რომასა" და "იუვენტუსს" თანაბარი ქულები ექნებოდათ - 62-62. მესამეზე "ნაპოლი" მოგვევლინებოდა 58 ქულით, მეოთხეზე კი - "ფიორენტინა" 56-ით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული