ჯამპიერო ვენტურა - იტალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი

AutoSharing Option
იტალიური მედიის ცნობით, "ტორინოს" მთავარი მწვრთნელი ჯამპიერო ვენტურა იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე მთავარი პრეტენდენტია.

მოგეხსენებათ, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "სკუადრა აძურას" მთავარი მწვრთნელის პოსტს ანტონიო კონტე დაემშვიდობება და სამწვრთნელო საქმიანობას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს.

იტალიელი ჟურნალისტები 68 წლის ვენტურას შანსებს გაცილებით მაღლა აყენებენ, ვიდრე ვინჩენცო მონტელასა (სამპდორია) და ჯანი დე ბიაზის (ალბანეთის ნაკრები).

ცნობისთვის, ვენტურას "ტორინოსთან" კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სერია A-ს ბოლო სეზონში მე-13 ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული