"ჩინელებს ჩემი გაგდება უნდათ კლუბიდან. მე ვარ პრობლემა, რომელიც მოლაპარაკებებს ამუხრუჭებს.
მსურს, კონტრაქტში ჩავდო პუნქტი, რომელიც მომცემს საშუალებას, კლუბის პრეზიდენტი კიდევ სამი წლის განმავლობაში ვიყო, მაგრამ ისინი წინააღმდეგები არიან", - თქვა ბერლუსკონიმ.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბერლუსკონი მზადაა, "როსონერის" აქციათა 70 პროცენტი გაყიდოს, ხოლო დარჩენილი 30 მომავალში გაიყიდება.
გარიგების თანხად 740 მილიონ ევროს ასახელებენ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით