სილვიო ბერლუსკონი: ჩინელებს ჩემი გაგდება უნდათ

AutoSharing Option
"მილანის" პრეზიდენტმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ არ სურს კლუბში თანამდებობის დაკარგვა.

"ჩინელებს ჩემი გაგდება უნდათ კლუბიდან. მე ვარ პრობლემა, რომელიც მოლაპარაკებებს ამუხრუჭებს.

მსურს, კონტრაქტში ჩავდო პუნქტი, რომელიც მომცემს საშუალებას, კლუბის პრეზიდენტი კიდევ სამი წლის განმავლობაში ვიყო, მაგრამ ისინი წინააღმდეგები არიან", - თქვა ბერლუსკონიმ.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბერლუსკონი მზადაა, "როსონერის" აქციათა 70 პროცენტი გაყიდოს, ხოლო დარჩენილი 30 მომავალში გაიყიდება.

გარიგების თანხად 740 მილიონ ევროს ასახელებენ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული