რომ არა ტრავმები, რის გამოც პავოლეტიმ 13 ტური გამოტოვა, ალბათ, გოლების რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა. შედეგად, ლეონარდომ ანტონიო კონტეს ყურადღება მიიპყრო და იტალიის ნაკრების პირველად განაცხადში მოხვდა.
მართალია, კონტემ გაფართოებული შემადგენლობიდან ამოაგდო, მაგრამ ნაკრებში გამოძახება სწორედ წარმატებული სეზონის შედეგი გახლდათ.
პავოლეტის გადაბირება არაერთ კლუბს სურს, მათ შორის კი ყველაზე მეტად "მილანი" აქტიურობს. "ჯენოას" მესვეურთა
გენუელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პავოლეტის ტრანსფერზე ვაჭრობას არ აპირებენ. ვნახოთ, რა პოზიციას დაიჭერს "მილანი" და დათანხმდება თუ არა ფორვარდის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს გადახდას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"