დანი ალვეში კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

AutoSharing Option
ესპანური რადიო Cadena Ser-ის ინფორმაციით, ბრაზილიის ნაკრებისა და "ბარსელონას" მცველი დანი ალვეში კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს.

წყაროს ცნობით, იტალიურ გუნდსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები ერთი თვის წინ დაიწყო და, საბოლოოდ, წარმატებითაც დასრულდა.

33 წლის მცველი ტურინელებთან ერთ კვირაში 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ბრაზილიელი "ბარსელონაში" 2008 წელს "სევილიიდან" გადავიდა და მას შემდეგ სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული