მიზეზი კლუბის მესვეურებთან შეუთანხმებლობაა, რადგან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, "ემპოლის" წამყვანი ფეხბურთელები დატოვებენ, მწვრთნელს კი მათი შენარჩუნება სურდა.
ტოსკანური გუნდი უკვე შეელია მცველ ლუკა ტონელის და გადაწყვეტილია, რომ გუნდს მარიო რუი და რიკარდო საპონარაც დატოვებენ. როგორც ჩანს, "ემპოლის" მესვეურებს დიდად არც გაძლიერების რეალური გეგმა აქვთ, რის გამო ჯამპაოლომ იქ მუშაობა აღარ ისურვა.
"ემპოლის" ახალი მესაჭე ჯოვანი მარტუსკელოა, რომელიც 2010 წლიდან ტოსკანური
ჯოვანი მარტუსკელომ პირველი კომენტარი გააკეთა "ემპოლის" მთავარი მწვრთნელის რანგში:
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ სერია A-ს გუნდს გავწვრთნიდი, მაგრამ ეს მოხდა და მეც მოტივაციით ვარ აღსავსე.
"ემპოლი" მდიდარი კლუბი არაა, ჩვენ არ შეგვიძლია დიდი ტრანსფერების გაჩარხვა, მაგრამ ვეცდებით, რომ გავძლიერდეთ და მომდევნო სეზონში კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"