სავარაუდო ტრანსფერები: კანდრევა "ნაპოლიში", პატო "ლაციოში"

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, დიდია იმის შანსი, რომ ანტონიო კანდრევამ "ნაპოლიში" გააგრძელოს კარიერა. 29 წლის შემტევი ნახევარმცველი ბოლო 4 წელია "ლაციოში" ასპარეზობს და ამ პერიოდში, 150 შეხვედრაში 41 გოლი აქვს გატანილი.

ამასთან, კანდრევა იტალიის ნაკრების წევრი და ერთ-ერთი ლიდერია. ანტონიოს გადაბირება "ინტერსაც" სურს, მაგრამ ბოლო ცნობით, მიზანთან გაცილებით ახლოს სწორედ "ნაპოლია".

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა, რომ კანდრევას სანაცვლოდ "ლაციოს" 24 მილიონი ევრო გადაუხადოს. ითქვა ისიც, რომ ფეხბურთელს ნეაპოლელები 3-წლიან კონტრაქტს და გაუმჯობესებულ პირობებს შესთავაზებენ. ბოლო
ცნობებით, რომაული კლუბი მზადაა, რომ 24 მილიონად ერთ-ერთი ლიდერი ნეაპოლში გაუშვას.

"ლაციო" გაძლიერებასაც აპირებს და დიდი ალბათობით, "კორინთიანსის" 26 წლის თავდამსხმელს, ალეშანდრე პატოს დაიმატებს. ბრაზილიელი ფორვარდი ბოლოს იჯარით "ჩელსიში" ირიცხებოდა, თუმცა ინგლისურ გუნდს ვერ მოერგო და უკვე დატოვა ლონდონი.

ითქვა ისიც, რომ პატო "ლაციოსთან" 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული