პატო "მილანში" დაბრუნების წინააღმდეგი არაა

AutoSharing Option
ჩინეთის "ტიანცზინ ციუანცზიანის" 30 წლის ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ალეშანდრე პატომ როსონერიში დაბრუნების მზადყოფნა გამოთქვა:

"მილანი ჩემი სახლია, ჩემი პირველი ევროპული გუნდია, ამ გუნდში გავითქვი სახელი. მიყვარს ეს კლუბი. იქ ბევრი მეგობრები მყავს და მახარებს მათი გამარჯვებები. კარგი ურთიერთობა მაქვს ექს-პრეზიდენტთან სილვიო ბერლუსკონისთან და ყოფილ გენერალურ დირექტორთან ადრიანო გალიანისთან. იმედია, "მილანი" კარგ გუნდად დარჩება.

დავბრუნდები თუ არა? ახლა ჩინეთში ვთამაშობ. თავს ბედნიერად ვგრძნობ, თუმცა ვინ იცის, რა მოხდება მომავალში. თუ როსონერი ან რომელიმე ევროპული გუნდი წინადადებით მომმართავს, დავფიქრდები".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული