"ლაციომ" გუნდის მთავარ მწვრთნელად მარსელო ბიელსას დანიშვნა ამაოდ გამოაცხადა

AutoSharing Option
მარსელო ბიელსამ რომის "ლაციოსთან" კონტრაქტის გაფორმება ბოლო მომენტში გადაიფიქრა. არადა, იტალიურმა კლუბმა მანამდე ოფიციალურად გამოაცხადა გუნდის მთავარ მწვრთნელად ამ არგენტინელი სპეციალისტის დანიშვნის შესახებ.

ბიელსა რომში 9 ივლისს უნდა ჩაფრენილიყო, რათა კლუბთან ბოლო ფორმალობები მოეგვარებინა, თუმცა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და იტალიაში აღარ ჩავიდა.

"ლაციოს" დროებით მთავარ მწვრთნელად სიმონე ინძაგი იმუშავებს, რომელიც გუნდს გასული სეზონის ბოლოს წვრთნიდა.

რომის "ლაციომ" ფაქტთან დაკავშირებით პრესრელიზი გაავრცელა:

"გაკვირვებულები დავრჩით ბიელსას გადაწყვეტილებით, რომელმაც კლუბში მუშაობაზე უარი თქვა. ეს არის თვალსაჩინო ფაქტი ვალდებულების შეუსრულებლობისა, რომელიც გასულ კვირაში გაფორმებული
კონტრაქტით იყო გათვალისწინებული. "ლაციო" იტოვებს უფლებას, ყველა დასაშვები გზით იბრძოლოს საკუთარი ინტერესების დასაცავად. გუნდს დროებით სიმონე ინძაგი გაწვრთნის".

60 წლის მარსელო ბიელსა, რომელიც 1998-2004 წლებში არგენტინის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა, ბოლოს მარსელის "ოლიმპიკში" მუშაობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული