რომაული კლუბის პრეზიდენტის, კლაუდიო ლოტიტოს თქმით, 60 წლის არგენტინელ სპეციალისტთან პრინციპული შეთანხმება შედგა და ახალ მწვრთნელს მოსამზადებელი ციკლი 9 ივლისს უნდა დაეწყო. მაშინვე ითქვა, რომ ბიელსამ "ლაციოს" მესვეურებს 7 ფეხბურთელის გადაბირება მოსთხოვა, თუმცა კონკრეტული გვარები არ დასახელებულა.
დადგა 9 ივლისი და მარსელო ბიელსა რომში არ გამოჩენილა, სულ მალე კი მწვრთნელმა საგანგებო განცხადება გააკეთა და გვამცნო, რომ უარს აცხადებს "ლაციოს" გაწვრთნაზე. ბიელსას თქმით,
იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიურად მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ მარსელო ბიელსა არგენტინის ფეხბურთის ფედერაციასთან მართავს მოლაპარაკებებს და დიდია შანსი, რომ ქვეყნის უმთავრეს გუნდს ჩაუდგეს სათავეში, "ლაციოსთვის" უარის თქმის რეალური მიზეზი კი სწორედ ესაა.
რა თქმა უნდა, თავად ბიელსამ ეს ვერსია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ ამ დროისთვის არც ერთი ალტერნატიული წინადადება არ მიუღია და გავრცელებული ხმები ჭორია და მეტი არაფერი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"