შევჩენკოს ასისტენტად უკრაინის ნაკრებში შესაძლოა "მილანის" ყოფილი მწვრთნელი დაინიშნოს

AutoSharing Option
"მილანის" ერთ-ერთი ყოფილი მწვრთნელი მაურო ტასოტი შესაძლოა უკრაინის ნაკრებში ანდრეი შევჩენკოს ასისტენტი გახდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

მაურო ტასოტი "მილანში" მთავარი მწვრთნელების ასისტენტი 15 წლის განმავლობაში იყო. იტალიელი სპეციალისტი "მილანის" სამწვრთნელო შტაბში 1997 წლიდან მუშაობდა, ხოლო კლუბი გასულ სეზონში დატოვა.

ფეხბურთელისა და მწვრთნელის რანგში ტასოტი "მილანში" 35 წელი იმყოფებოდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული