მარკო ვერატი "იუვენტუსის" სამიზნეშია

AutoSharing Option
საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება იტალიურ სპორტულ პრესაში, რომლის მიხედვითაც, "იუვენტუსის" მესვეურებმა მარკო ვერატის გადაბირება დაისახეს მიზნად და პსჟ-სთან მოლაპარაკება წამოიწყეს.

"გაძეტა დელო სპორტი" გვარწმუნებს, რომ ტურინელები მზად არიან, ვერატის სანაცვლოდ ფრანგულ კლუბს 50 მილიონი ევრო გადაუხადონ. აქვე ვთქვათ, რომ გასულ სეზონში 23 წლის ნახევარმცველმა 28-ჯერ მოირგო პსჟ-ის მაისური და 5 საგოლე პასი მიითვალა აქტივში. მარკო ტრავმებმაც გატანჯა, რის გამოც ევრო 2016-ის გამოტოვება მოუხდა.

ვერატის ტრანსფერის ალბათობას გაზრდის პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა, მაგრამ თუ იტალიელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, ეს ორი ტრანსფერი არაა
ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში. საქმე ისაა, რომ კლაუდიო მარკიზიოს გამოჯანმრთელების პროცესი მიმდინარეობს ნელი ტემპით. ბოლო ინფორმაციით, ის დეკემბერში თუ დაბრუნდება და "იუვეს" ახალი ნახევარმცველი შესაძლოა, ისედაც დასჭირდეს.

ამასობაში, "იუვენტუსის" ფეხბურთელის რანგში პირველი კომენტარი გააკეთა 21 წლის მარკო პიაცამ და შემდეგი განაცხადა:

"დიდი ენთუზიაზმით ველოდები ახალი სეზონის დაწყებას და მჯერა, რომ მალე შევაყვარებ თავს გულშემატკივრებს. არ ვგრძნობ წნეხს ჩემში გადახდილი კოლოსალური თანხის გამო და არც გუნდში არსებული დიდი კონკურენცია მაშინებს - ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პრივილეგია მერგო, ახალგაზრდულ ასაკში უდიდეს გუნდში მოვხვდი და მზად ვარ ახალი თავგადასავლებისთვის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული