"მილანის" მესვეურები პასიურობენ სატრანსფერო ბაზარზე და არც კი ცდილობენ გუნდის გაძლიერებას. ამასთან, სხვა გუნდში გადაბარგების სურვილი გამოთქვა კარლოს ბაკამ, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში. მოკლედ, "მილანს" მძიმე დროება უდგას და ჯერჯერობით, გამოსავალიც არსად ჩანს.
"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, სილვიო ბერლუსკონისა და ჩინელ ინვესტორ სონი ბუს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხში შევი
ამასობაში, "მილანის" შეძენით ახალი ჩინური კომპანია, Fosun International-ია დაინტერესებული და ბერლუსკონისთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ახალი ჩინელები მზად არიან, რომ "მილანის" აქციათა 70%-ში 750 მილიონი ევრო გადაიხადონ.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ბერლუსკონის აქამდეც ჰქონდა მსგავსი შეთავაზებები და მიუხედავად ამისა, კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტს ჯერ კიდევ ის აკონტროლებს. დონ სილვიოს აშკარად არ ეთმობა "მილანი" და ამად არის, რომ კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებული საგა, აგერ, უკვე ორი წელია გრძელდება.
ამასობაში, ახალი სეზონი კარს მოგვადგა და "მილანი", კონკურენტებისგან განსხვავებით, არ ძლიერდება. 21 აგვისტოს სერია A-ს ახალი გათამაშება აიღებს სტარტს, ლომბარდიული გრანდის პერსპექტივები კი ძალიან ბუნდოვანია.
"მილანს" რომ პრობლემები აქვს, ეს ამერიკულ ტურნეშიც გამოჩნდა - ვინჩენცო მონტელას გუნდმა ჯერ "ლივერპულთან" წააგო პირწმინდად, შემდეგ კი "ჩელსისთანაც" დამარცხდა. მიუხედავად ყველაფრისა, მონტელა ოპტიმისტურადაა განწყობილი და მიიჩნევს, რომ "მილანს" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შეუძლია:
"მჯერა ჩემი ფეხბურთელების და ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. ჩემპიონთა ლიგის საგზური უნდა მოვიპოვოთ და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ის, ვისაც ჰგონია, რომ გუნდი დღეს უნდა იყოს იდეალურ ფორმაში, ცდება და მას ფეხბურთის არაფერი გაეგება - ჩვენ გეგმის მიხედვით ვემზადებით და ყველაფერი გათვლილი გვაქვს. "მილანი" დიდი გუნდია, რომელიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"