მასიმილიანო ალეგრი: ამ დროისთვის, იგუაინი არ არის საუკეთესო ფორმაში

AutoSharing Option
"იუვენტუსმა" ორიოდე დღის წინ "ვესტ ჰემი" ლონდონის "ოლიმპიურზე" 3:2 რომ დაამარცხა, სწორედ ამ შეხვედრაში შედგა გონსალო იგუაინის დებიუტი "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში.

არგენტინელმა ფორვარდმა სრული მეორე ტაიმი ითამაშა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლო და ეს მაშინ, როცა პაულო დიბალამ, მარიო მანჯუკიჩმა და სიმონე ძაძამ ბრწყინვალედ ითამაშეს და თითო გოლი "მიართვეს" მეტოქეს.

როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, იგუაინი წონაშია მომატებული და ისედაც ცუდ ფორმაშია, რაც მატჩის შემდეგ "იუვეს" მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმაც აღიარა:

"გონსალო იგუაინი ბრწყინვალე ფორვარდია და ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ამ
დროისთვის, ის არ არის საუკეთესო ფორმაში. ეს ნორმალურია, რადგან "კოპა ამერიკაზე" ითამაშა და შესაბამისად, შეკრებას გვიან შეუერთდა.

წონის პრობლემა? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ იგუაინი არ არის საუკეთესო ფორმაში, მაგრამ ეს ნორმალურია და განგაშის ატეხვა არ ღირს. სეზონის დაწყებამდე რჩება დრო და გონსალო აუცილებლად მოუმატებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული