თომას ვერმაელენი კარიერას "რომაში" გააგრძელებს

AutoSharing Option
თომას ვერმაელენი "რომაში" გააგრძელებს კარიერას. "ბარსელონას" 30 წლის მცველმა იტალიის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმება გაიარა და "ჯალოროსისთან" საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. იჯარა ერთწლიანია, ხოლო ამ ერთი წლის თავზე რომაულ გრანდს ვერმაელენის გამოსყიდვა 10 მილიონი ევრო დაუჯდება, "ბარსელონა" კი, გაფორმებული საიჯარო კონტრაქტის ძალით, ჯერჯერობით 2 მილიონ ევროს დასჯერდება.

გასულ სეზონში, ვერმაელენმა "ბარსელონაში" 20 მატჩი გამართა და 1 გოლი გაიტანა. ბელგიელი იშვიათად ხვდებოდა ესპანური გრანდის ძირითად შემადგელობაში და არაერთხელ განაცხადა კიდეც, რომ იქ სურდა თამაში, სადაც მეტი ნდობა ექნებოდა და იმავდროულად, ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზებდა.

"რომა" ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის პლეი ოფშია და ძირითად ბადეში მოსახვედრად "პორტუს" ბარიერი აქვს დასაძლევი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული