ჯერჯერობით კი "მილანი" მეტწილად იმ ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც ბოლო წლებში არანაირი წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.
გუნდის ახალმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ იტალიურ მედიას მცირე ინტერვიუ მისცა...
- მხოლოდ ერთი თვეა, რაც გუნდის მთავარი მწვრთნელი ხართ. რა მოასწარით ამ მცირე დროში?
- პირველ რიგში, კარგად გავიცანი ფეხბურთელები, რომლებთან ერთადაც დიდი გზა უნდა გავიარო. ამ ერთ თვეში იმაზე მეტი ვისწავლეთ, ვიდრე მოველოდი. გუნდი პროგრესირებს, ფეხბურთელები
კარგი იქნებოდა, ევროთასებზე გვეთამაშა, მაგრამ მხოლოდ ჩემპიონატზე კონცენტრირებასაც აქვს თავისი პლუსი. "მილანი" გაცილებით უფრო ძლიერი უნდა დაბრუნდეს საერთაშორისო სარბიელზე და ეს სეზონი ამისთვის უნდა გამოვიყენოთ.
- რას ითხოვენ თქვენგან კლუბის მესვეურები?
- ჩემი მიზანია, შევქმნა გუნდი, რომელიც მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს, იქნება კონკურენტუნარიანი და მიაღწევს წარმატებებს. ჩვენ ამბიციური პროექტი გვაქვს და მჯერა, მას წარმატებით განვახორციელებთ. კლუბის მესვეურებს ჩემთვის არ მოუთხოვიათ კონკრეტული ჯილდო, მაგრამ გასაგებია, რომ "მილანს" ყოველთვის უმაღლესი მიზანი უნდა ჰქონდეს.
- "მილანმა" სამი საშინელი სეზონი მოიტოვა უკან და ამ ფონზე, რისი იმედი უნდა გქონდეთ მომდევნო სეზონში?
- რთულია იმაზე ფიქრი, რომ ახალ სეზონში აუცილებლად დავამხობთ "იუვენტუსის" ჰეგემონიას, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ნამდვილად შეგვიძლია. გვყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები, რომელთაც გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე ბევრს ჰგონია.
- ანუ ფიქრობთ, რომ "მილანს" ამ შემადგენლობითაც შეუძლია დიდი მიზნების მიღწევა...
- დარწმუნებული ვარ, ამ ფეხბურთელებს გაცილებით მეტი შეუძლიათ, ვიდრე ამას ბოლო წლებში აჩვენებდნენ. მთავარია საქმისადმი სწორი მიდგომა და ბევრი შრომა.
"მილანში" ხშირად იცვლებოდნენ მწვრთნელები და ამანაც დაასვა დაღი გუნდს. მჯერა, "მილანს" ამ შემადგენლობითაც შეუძლია დიდი მიზნებისთვის ბრძოლა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალი ფეხბურთელები არ უნდა დავიმატოთ.
- თუმცა "მილანი" ძალიან პასიურობს სატრანსფერო ბაზარზე...
- სატრანსფერო გეგმები ადრიანო გალიანისთან შევათანხმე და მართალია, შედეგები ჯერ არ გვაქვს, მაგრამ ვითარების გამოსასწორებლად დრო ჯერ კიდევ არის. გაძლიერება ყველა გუნდს სჭირდება, მათ შორის - "იუვენტუსსაც", რომელმაც სკუდეტო ზედიზედ ხუთჯერ მოიგო.
- "მილანი" ჩინელი ინვესტორების ხელში გადადის და რა გავლენას მოახდენს ეს გუნდზე?
- ეს ხანგრძლივი პროცესია და მეეჭვება, ახლო მომავალში ამან გუნდზე გავლენა მოახდინოს.
ჯერჯერობით, კლუბის მენეჯმენტი უცვლელია და დარწმუნებული ვარ, ისინი კიდევ დიდხანს დარჩებიან თავიანთ პოსტებზე. ჩვენი ვალია, რომ ეს ეტაპი კარგად წარვმართოთ და სეზონს მომზადებულები შევხვდეთ. სხვა დანარჩენი კლუბის მესვეურთა საქმეა.
- რა აკლდა გუნდს ყველაზე მეტად, როცა "მილანელოზე" გამოჩნდით?
- საკუთარი თავის რწმენა და განცდა იმისი, რომ ჩვენ შეგვიძლია დიდი მიზნების მიღწევა. ვფიქრობ, ამ მხრივ, დღეს გაცილებით უკეთესი ვითარებაა და ჩვენ სწორი გზით მივდივართ. ამ ბიჭებს მეტი შეუძლიათ და პირველ რიგში, ეს თვითონ უნდა ირწმუნონ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"