სერია A. II ტური: "ნაპოლიმ" "მილანს" 6-გოლიან თრილერში აჯობა [VIDEO]

AutoSharing Option
27 აგვისტოს იტალიის სერია A-ს II ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

რომში "იუვენტუსმა" სამი ხედირას ერთადერთი გოლის წყალობით "ლაციო" დაამარცხა - 1:0 და 6 ქულით ლიდერობს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "დღეს ძალიან ცხელოდა და პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა დავუშვით. შესვენების შემდეგ გუნდი უკეთ ათამაშდა. ხედირა დიდებული ფეხბურთელია".

6-გოლიანი თრილერი მოუგო "ნაპოლიმ" "მილანს" - 4:2. სტუმრები თამაშს 9 კაცის ამარა ასრულებდნენ. მასპინძელთა რიგებში დუბლით გამოირჩა არკადიუშ მილიკი, თუმცა გამარჯვების გოლი ხოსე კალეხონის ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არკადიუშ მილიკი (ნაპოლი): "თავს იგუაინს არ
ვადრი და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ, ჩემი თამაშით სარგებელი მოვუტანო "ნაპოლის".

ვინჩენცო მონტელა (მილანი): "თამაში ძალიან კარგად დავიწყეთ და ბევრი მომენტიც შევქმენით, მაგრამ მეტოქის გოლმა მოვლენები შეცვალა. მენტალიტეტზე სამუშაო გვაქვს, შემდეგ ყველაფერი კარგად იქნება".

შაბათი. 27 აგვისტო
ლაციო-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 ხედირა (66)

ნაპოლი-მილანი 4:2
გოლები: 1:0 მილიკი (18), 2:0 მილიკი (33), 2:1 ნიანგი (51), 2:2 სუსო (55), 3:2 კალეხონი (74), 4:2 რომანიოლი (94 ს. კ.)
გაძევება: კუცკა (75. მილანი), ნიანგი (88. მილანი)

კვირა. 28 აგვისტო
ინტერი-პალერმო 20:00
კალიარი-რომა 22:45
კროტონე-ჯენოა 22:45
ფიორენტინა-კიევო 22:45
სამპდორია-ატალანტა 22:45
სასუოლო-პესკარა 22:45
ტორინო-ბოლონია 22:45
უდინეზე-ემპოლი 22:45

1. იუვენტუსი - 6 ქულა; 2. ნაპოლი - 4; 3. რომა - 3; 4. ჯენოა - 3; 5. კიევო - 3.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული