ადრიანო გალიანი და ბარბარა ბერლუსკონი "მილანს" ტოვებენ

AutoSharing Option
გადაწყვეტილი ამბავია, რომ ადრიანო გალიანი "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი აღარ იქნება.

ეს მოხდება მას მერე, რაც ჩინური კონსორციუმი ოფიციალურად აიღებს ხელში "როსონერის" მართვის სადავეებს. ცნობილია, რომ მხარეებს შორის წინასწარი კონტრაქტი გაფორმებულია, ხოლო მისი რატიფიცირება 9 სექტემბერსაა დაგეგმილი.

72 წლის გალიანი "მილანში" 1986 წელს, სილვიო ბერლუსკონისთან ერთად მივიდა და ეპოქალური გამარჯვებების თანამონაწილე გახდა. როგორც ამბობენ, "მილანიდან" წავა სილვიოს ქალიშვილი ბარბარა ბერლუსკონიც, თუმცა არსებობს ვარიანტი, რომ ის დარჩეს კლუბში და ჩინეთ-იტალიას შორის ბიზნესკავშირებზე იმუშაოს.

გიორგი ნინიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სილვიოს "ქალიშვილი" ბარბარა ბერლუსკონიც

ნამეტანი ქალიშვილია
zorbegi
17:32 31-08-2016
0

სიახლეები პოპულარული