ჯანლუიჯი ბუფონი: დონარუმა რჩეულია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა ნაკრებში მისი თანაგუნდელის, ჯანლუიჯი დონარუმას შესახებ ისაუბრა.

"დონარუმა რჩეულია. ეს ახალი პროექტია, რომელიც პერსპექტივაზეა გათვლილი. მზად ვართ, მწვრთნელს ჩვენი შესაძლებლობები ვაჩვენოთ.

რადგან მე ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია რაღაცის მიცემა ნაკრებისთვის, ამიტომ მზად ვარ ამ ახალი პროექტისთვის. საფრანგეთთან სათამაშოდ მორალურად მზად უნდა იყო.

ვფიქრობ, ეს ყველაზე რთული შესარჩევი ეტაპია მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. კვლავ გვსურს ცრემლების დაღვრა, მაგრამ ამჯერად სიხარულისგან", - თქვა ბუფონმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული