"დონარუმა რჩეულია. ეს ახალი პროექტია, რომელიც პერსპექტივაზეა გათვლილი. მზად ვართ, მწვრთნელს ჩვენი შესაძლებლობები ვაჩვენოთ.
რადგან მე ვგრძნობ, რომ ჯერ კიდევ შემიძლია რაღაცის მიცემა ნაკრებისთვის, ამიტომ მზად ვარ ამ ახალი პროექტისთვის. საფრანგეთთან სათამაშოდ მორალურად მზად უნდა იყო.
ვფიქრობ, ეს ყველაზე რთული შესარჩევი ეტაპია მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. კვლავ გვსურს ცრემლების დაღვრა, მაგრამ ამჯერად სიხარულისგან", - თქვა ბუფონმა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით