ჯენარო გატუზო "პიზაში" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დაბრუნდა

AutoSharing Option
ჯენარო გატუზო "პიზას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე წასვლიდან ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა. ამის შესახებ იტალიური კლუბის ოფიციალური "თვითერი" იუწყება.

კლუბში დაბრუნებული 38 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, გუნდმა ღია ვარჯიშიც ჩაატარა.

წარსულში ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა "პიზა" 2015 წლის ზაფხულში ჩაიბარა და გასული სეზონის შედეგებით, გუნდი იტალიის რანგით მეორე დივიზიონში, სერია B-ში გადაიყვანა. მოგვიანებით კი ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო კლუბი დატოვა.

მას შემდეგ "პიზაში" ახალი მფლობელები მოვიდნენ, რომლებმაც გატუზოს დაბრუნება გადაწყვიტეს.

შეგახსენებთ, რომ ერთი ხანობა ჯენარო გატუზო ბერძნულ ოფი-ს წვრთნიდა, სადაც გიორგი ლორია და გიორგი
მერებაშვილი
თამაშობდნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული