"მილანი": 85 მილიონი ზამთრის ტრანსფერებისთვის

AutoSharing Option
სილვიო ბერლუსკონის კომპანია "ფინინვესტმა" დაადასტურა, რომ ჩინური კომპანიისგან, რომლის სრული დასახელებაა Ino Europe Sports Investment Management Changxing Co.Ltd, 85 მილიონი ევრო მიიღო, რომელიც წინასწარი შეთანხმებით, ზამთრის ტრანსფერებისთვის უნდა დაიხარჯოს.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად "მილანის" საკონტროლო პაკეტს ჯერ კიდევ "ფინინვესტი" ფლობს, თუმცა იანვრის მიწურულს კლუბი ჩინელების ხელში გადავა.

აზიელებმა ზაფხულში თავი შეიკავეს გუნდის გაძლიერებისგან, რადგან ოფიციალურად კლუბი არ იყო მათ ხელში, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ჩაგდება კი აღარ სურთ და ამიტომ ბერლუსკონის კომპანიას სოლიდური ტრანში გადმოურიცხეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული