იტალიის სუპერთასის შეხვედრა "იუვენტუსსა" და "მილანს" შორის დოჰაში გაიმართება

AutoSharing Option
გაირკვა იტალიის სუპერთასის მატჩის გამართვის ადგილი, სადაც ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და "მილანი" უნდა დაუპირისპირდნენ. სერია A-ს ოფიციალური საიტის ცნობით, 23 დეკემბერს შეხვედრა ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ დოჰა უკვე მეორედ უმასპინძლებს იტალიის სუპერთასის მატჩს. პირველად ეს 2014 წელს მოხდა, მაშინ "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" პენალტების სერიაში სძლია.

წესის თანახმად, ამ ჯილდოსთვის ერთმანეთს იტალიის ჩემპიონი და თასის მფლობელი უნდა დაპირისპირებოდნენ, მაგრამ ვინაიდან გასულ სეზონში ორივე ტიტული ტურინულმა გრანდმა მოიპოვა, მის მეტოქედ იტალიის თასის ფინალისტი "მილანი" გამოცხადდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული