"ინტერის" ხელმძღვანელობა ფრანკ დე ბურს "იუვენტუსთან" მარცხს არ აპატიებს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური, შესაძლოა, დღეს კლუბიდან დაითხოვონ.

Calciomercato-ს ინფორმაციით, თუ დღეს "ინტერი" სერია A-ს მე-4 ტურში სტუმრად ტურინის "იუვენტუსთნ" დამარცხდება, დე ბური გუნდს დატოვებს, მილანელებს კი იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო ჩაიბარებს.

დე ბურის კონტრაქტში არსებობს პუნქტი, რომლის თანახმად, კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტისთვის, კლუბი ვალდებული იქნება კომპენსაციის სახით მას 1,5 მლნ ევრო გადაუხადოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული