სერია A. VI ტური: "იუვე" და "ნაპოლი" წინ, "რომა" და "ინტერი" კოჭლობენ [VIDEO]

AutoSharing Option
* ფრანჩესკო ტოტიმ სერია A-ში თავისი 250-ე გოლი გაიტანა.
* მარეკ ჰამშიკმა "ნაპოლის" რიგებში მე-100 გოლი გაიტანა.
* "ემპოლიმ" 6-დან 5 შეხვედრაში გოლი ვერ გაიტანა.

სერია A-ს მე-6 ტური შაბათის ორი მატჩით დაიწყო, რომელშიც სკუდეტოსთვის მებრძოლმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა - "იუვენტუსი" "პალერმოს" ესტუმრა, ხოლო "ნაპოლიმ" "კიევო" მიიღო...

მოგება ავტოგოლით
"იუვენტუსი" სიცილიაზე ჩავიდა და იქაურ "პალერმოს" მინიმალური სხვაობით მოუგო - 1:0. ის, რაც გონსალო იგუაინმა და მარიო მანჯუკიჩმა ვერ შეძლეს, ედუარდო გოლდანიგამ გააკეთა და საკუთარი კარი დალაშქრა. ტურინელებს არაერთი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ
მეტის გატანა ვერ შეძლეს. კონტრშეტევებზე სიცილიელებიც ცდილობდნენ თამაშის გამწვავებას, მაგრამ რეალურ მომენტამდე საქმე არ მისულა.

აღსანიშნავია, რომ კარში ჯანლუიჯი ბუფონი იდგა და ეს მიუხედავად იმისა, რომ შუა კვირას, "კალიარისთან" შეხვდრაში დაშავდა და მეორე ტაიმში ნეტომ შეცვალა. ამჯერად, დანიელე რუგანი დაშავდა და პირველივე ნახევარში დატოვა მოედანი. საგულისხმოა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ მცველი შემტევი ხუან კუადრადოთი შეცვალა, დანი ალვეში და ალექს სანდრო უკან დაწია და გუნდი 3-5-2 ტაქტიკიდან, 4-4-2 სქემაზე გადააწყო.

საინტერესოა ისიც, რომ ალეგრიმ ძირითად შემადგენლობაში ორი გამოკვეთილი ცენტრფორვარდი დააყენა, რაც აქამდე არასდროს გაუკეთებია - პაულო დიბალა ამჯერად თადარიგში დარჩა, შეტევაში კი გონსალო იგუაინის და მარიო მანჯუკიჩის ტანდემი ვიხილეთ. ვერ დავიჩემებთ, რომ ან ერთს, ან მეორეს საუკეთესო თამაში ჰქონდათ და ეს იქიდანაც ჩანს, რომ გოლის გატანა ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისა, "ვეკია სენიორას" სრული უპირატესობა ჰქონდა და დამსახურებულად მოიგო. შედეგად, ტურინულმა გრანდმა ლიდერობა შეინარჩუნა.

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ადვილი ნამდვილად არ იყო სიცილიაზე ჩამოსვლა და "პალერმოს" დამარცხება. ამ გუნდმა ბოლო ორ შეხვედრაში ოთხი ქულა აიღო და დღესაც კარგად წარმოჩინდა. შეგირდებს ორი მიზანი დავუსახე: მოგება და კარის მშრალად შენახვა. ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბოლო შეხვედრებში ბევრი შეცდომა დავუშვით, ხარვეზებს კი აღმოფხვრა სჭირდება. საბედნიეროდ, დღეს ჩვენ თამაშში ნაკლები წუნი იყო და შესაბამისად, ორივე მიზანი შესრულებულია. რატომ დავაყენე ერთად იგუაინი და მანჯუკიჩი? - დიდი ხანია, მათი ერთად ნახვა მსურდა და მომეცა ამის შესაძლებლობა. ვერ ვიტყვი, რომ იდეალური ურთიერთგაგება გამოავლინეს, მაგრამ არც უკმაყოფილო ვარ და ვფიქრობ, ამ ტანდემს მომავალშიც დავეყრდნობი".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ნაპოლიმ" "კიევო" დაჩაგრა
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "კიევომ" შესანიშნავი სტარტი აიღო და პირველ ხუთ შეხვედრაში სამი გამარჯვება მოიპოვა. შედეგად, ვერონული გუნდი საუკეთესო ოთხეულში გამაგრდა. თუმცა, გასულ უქმეებზე "მფრინავი ვირები" ნეაპოლში ჩავიდნდენ და იქ კი ვეღარაფერი გააწყვეს. "ნაპოლიმ" პირველ ტაიმში ორი ბურთი მიართვა მეტოქეს და იქვე დაასრულა ყველაფერი.

ნეაპოლელთა ორივე გოლი მეტად ეფექტური გამოვიდა - მანოლო გაბიადინიმ ბურთი მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ მიიღო და გამოზომილი დარტყმით, მეკარისაგან შორეულ კუთხეში მოათავსა, მარეკ ჰამშიკი კი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, გამჭოლი პასი მიიღო და შეტევა უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა. ნეაპოლელებს კიდევ ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდათ და მინიმუმ ორი იმდენი გოლის გატანა შეეძლოთ.

აღსანიშნავია, რომ ამჯერად სათადარიგოთა სკამზე დარჩა არკადიუშ მილიკი, ძირითად შემადგენლობაში კი მანოლო გაბიადინი ვიხილეთ. ეს უკანასკნელი შესანიშნავად გაისარჯა და როგორც აღვნიშნეთ, გოლიც მშვენიერი შეაგდო. მილიკი მეორე ნახევარში გამოჩნდა მინდორზე და სწორედ გაბიადინი შეცვალა, თუმცა ჩრდილში იყო მოქცეული.

მაურიციო სარი (ნაპოლი): "გენუაში ქულები დავკარგეთ, "კიევო" კი აუცილებლად უნდა დაგვემარცხებინა. შეცდომები გავაანალიზეთ, დასკვნები გამოვიტანეთ და დღეს, გაცილებით უკეთესი თამაში ვაჩვენეთ. ასეთი "ნაპოლი" ნებისმიერი მეტოქოსთვის საშიში ძალა იქნება და "კიევოც" დამსახურებულად დავამარცხეთ. მილიკი თადარიგში? - ეს ნორმალურია, რადგან სეზონი გრძელია და როტაციას ვერ ავცდებით".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"რომა" ტურინში დაეცა, "ინტერი" - "მეაცაზე"
"იუვენტუსის" კონკურენტები განაგრძობენ არასტაბილურ ასპარეზობას და მათ შორისაა "რომა". დედაქალაქური გუნდი ტურინში ჩავიდა და იქაურ "ტორინოსთან" უშანსოდ დამარცხდა. მასპინძლები ანდრეა ბელოტიმ დააწინაურა, რომელიც ტრავმის შემდეგ ტრიუმფალურად დაუბრუნდა მოედანს. ტურინელთა რიგებში დუბლი იაგო ფალკემ მიითვალა აქტივში, რომელიც სწორედ "რომადან" გადაიბირა "ტორინომ".

მოკლედ, იაგომ ყოფილი გუნდი დაცხრილა. "რომადან" ერთადერთი გოლი ფრანჩესკო ტოტის ანგარიშზეა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი დარტყმით გამოიჩინა თავი. ამჯერად, ტოტი თადარიგში იყო და მეორე ტაიმში ჩაერთო თამაშში. "რომას" უჭირს გასვლებზე ქულების მოპოვება, ასე კი სკუდეტოსთვის ბრძოლა შეუძლებელია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

წარმატებული სერიის შემდეგ, "ინტერმა" "ბოლონიას" უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. მატია დესტროს შედეგიან დარტყმას, ივან პერიშიჩმა უპასუხა, მეტი კი მილანელებმა ვეღარ შეძლეს. შედეგად, მარცხის ტოლფასი ფრე "ინტერისთვის".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სერია A. VI ტური
24 სექტემბერი
პალერმო-იუვენტუსი 0:1
გოლი: 0:1 გოლდანიგა (49 ს. კ.)
პალერმო (3-4-2-1): პოსავეცი - ციონეკი, გოლდანიგა, გონსალესი - რისპოლი, გაცი, მატო (68. ენრიკე), ალეესამი - დიამანტი, ჩოჩევი (81. ჰილემარკი) - ბალოგი (60. ნესტეროვსკი)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - რუგანი (31. კუადრადო), ბონუჩი, ბარძალი - ალვეში (85. კიელინი), ხედირა, ლემინა, პიანიჩი (68. ასამოა), სანდრო - მანჯუკიჩი, იგუაინი
გაფრთხილება: გონსალესი, ალესაამი, გოლდანიგა - ალვეში, ბონუჩი, მანჯუკიჩი
კუთხური: 2-9; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 3-14 (0-6); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 25 000

ნაპოლი-კიევო 2:0
გოლები: 1:0 გაბიადინი (24), 2:0 ჰამშიკი (39)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ზელინსკი, ჟორჟინიო (69. ალანი), ჰამშიკი - ინსინიე (81. მერტენსი), კალეხონი, გაბიადინი (64. მილიკი)
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - კაჩატორე (63. ისკო), დაინელი, ცეზარი, გობი - კასტრო, რადოვამოვიჩი, ჰეტემაი - ბირსა (63. დე გუზმანი) - მეჯორინი (58. ფლორო ფლორესი), ინგლეზე
გაფრთხილება: ალბიოლი, კულიბალი - ცეზარი, დაინელი, გობი, კასტრო
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 12-4 (5-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 40 000

25 სექტემბერი
ტორინო-რომა 3:1
გოლები: 1:0 ბელოტი (8), 2:0 იაგო (52-პენ.), 2:1 ტოტი (55-პენ.), 3:1 იაგო (65)
ტორინო (4-3-3): ჰარტი - დე სილვესტრი (62. ძაპაკოსტა), როსეტინი, კასტანი, ბარეკა - ბენასი, ვალდიფიორი, ობი (23. ბაზელი) - იაგო (77. მარტინესი), ბოიე, ბელოტი
რომა (4-2-3-1): სჩესნი - ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, პერესი - დე როსი (46. ტოტი), სტროტმანი - სალაჰი, ნაინგოლანი (71. ელ შაარავი), პეროტი (81. პარედესი) - ჯეკო
გაფრთხილება: ჰარტი - მანოლასი, პერესი, დე როსი, ფლორენცი
კუთხური: 7-13; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 16-16 (10-7); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 22 000

ჯენოა-პესკარა 1:1
გოლები: 1:0 სიმეონე (47), 1:1 მანაი (85)
ჯენოა (3-4-1-2): პერინი - იძო, ბურდისო, ჯენტილეტი - ედენილსონი, ნიჩამი (46. პანდევი), რინკონი, ლაქსალტი - რიგონი - ოკამპოსი (21. გაკპე), სიმეონე (76. მუნიოსი)
პესკარა (4-3-2-1): ბიძარი - კრეშენცი (80. აკვილანი), ფორნაზიერი, კამპანიარო, ბირაგი - ბრუგმანი, ძამპანო, მემუშა (70. მანაი) - ბენალი, მიტრიტა (64. ვერე) - კაპრარი
გაფრთხილება: გაკპე, რიგონი - კამპანიარო, ძამპანო, მანაი
გაძევება: ედენილსონი (74. ჯენოა), პანდევი (79. ჯენოა)
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 22-9; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 7-11 (5-4); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 22 000

ინტერი-ბოლონია 1:1
გოლები: 0:1 დესტრო (14), 1:1 პერიშიჩი (37)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - სანტონი, რანოკია, მირანდა, მანგუე - კონდოგბია (28. გნუკური), მედელი - კანდრევა (74. გაბრიელი), ბანეგა (70. ედერი), პერიშიჩი - იკარდი
ბოლონია (4-3-3): და კოსტა - კრაფტი (80. მაზინა), გასტალდელო (63. ოიკონომო), მაიეტა, ტოროსიდისი - ტაიდერი, ნაგი (53. პულგარი), ჯემაილი - კრეიჩი, ვერდი, დესტრო
გაფრთხილება: და კოსტა, გასტალდელო, ჯემაილი, პულგარი (ბოლონია)
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 11-7; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 21-5 (8-3); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 50 000

ლაციო-ემპოლი 2:0
გოლები: 1:0 კეიტა (29), 2:0 ლულიჩი (90)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - ვოლასი, დე ვრი, რადუ - ანდერსონი (84. ლომბარდი), პაროლო, ბილია (10. კატალდი), სავიჩი, ლულიჩი - კეიტა (66. ლუკაკუ), იმობილე
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ძამბელი, ბელუში, ბარბა (33. კოსიჩი), პასკუალი - ტელიო (59. მარილუნგო), მაური, კროჩე - საპონარა - პუჩარელი, ჯილარდინო (77. მჭედლიძე)
გაფრთხილება: ანდერსონი, კატალდი - პასკუალი, ძამბელი
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 14-7; თამაშგარე: 7-3; კარში დარტყმა: 10-8 (3-3); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 30 000

სასუოლო-უდინეზე 1:0
გოლები: 1:0 დეფრელი (34)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ლიროლა, აჩერბი, ანტეი, პელუზო - ბიონდინი, მანიანელი, მაძიტელი (66. პელეგრინი) - პოლიტანო, რაგუზა (64. რიჩი), დეფრელი (80. ლემელო)
უდინეზე (4-3-1-2): კარნეზისი - ერტო, დანილო, ფელიპე, ალი ადნანი - იანკტო, კუმსი, კონე - დე პაული (39. საპატა) - ტერო (75. ევანდრო), პენარანდა (61. პერიცა)
გაფრთხილება: პელუზო, ბიონდინი, მანიანელი - დანილო, ერტო
კუთხური: 6-9; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11-7 (5-2); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 12 000

ფიორენტინა-მილანი 0:0
ფიორენტინა (3-4-3): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, გონსალო (59. ვესინო), სალცედო - ბერნარდესკი, სანჩესი, ბადელი (73. ტელიო) - ბორხა ვალერო, ბილიჩიჩი (82. ბაბაქარი), კალინიჩი
მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო - კუცკა, მონტოლივო, ბონავენტურა (78. ანტონელი) - ნიანგი (67. ლოკატელი), სუსო, ბაკა (88. ლუის ადრიანო)
გაფრთხილება: გონსალო, მილიჩი - კალაბრია, მონტოლივო, ლოკატელი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 13-7 (5-1); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 28 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

26 სექტემბერი
კროტონე-ატალანტა 20.00
კალიარი-სამპდორია 22.00

ბომბარდირები: 6 - მაურო იკარდი (ინტერი); 5 - კარლოს ბაკა (მილანი), ხოსე კალეხონი (ნაპოლი), ანდრეა ბელოტი (ტორინო); 4 - არკადიუშ მილიკი (ნაპოლი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 3 - დიეგო პეროტი (რომა), ფრანც კესიე (ატალანტა).

მომდევნო ტური
1 ოქტომბერი:
პესკარა-კიევო, უდინეზე-ლაციო

2 ოქტომბერი:
ემპოლი-იუვენტუსი, ატალანტა-ნაპოლი, ბოლონია-ჯენოა, კალიარი-კროტონე, სამპდორია-პალერმო, მილანი-სასუოლო, ტორინო-ფიორენტინა, რომა-ინტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული