სერია A. VII ტური: დიდი სანახაობა მილანში [VIDEO]

AutoSharing Option
* "ლაციოსთან" მატჩში "უდინეზეს" 11-ვე ფეხბურთელი ლეგიონერი იყო და შეცვლაზეც უცხოელები შევიდნენ. "უდინეზეს" ფეხბურთელების 90% უცხოელია.
* "უდინეზეს" ხელმძღვანელობამ "ლაციოსთან" წაგების მერე ჯუზეპე იაკინი მოხსნა.
* "ნაპოლი" სეზონში პირველად დამარცხდა.
* "ლაციო" შესაძლოა, ფანების რასისტული გამონათქვამების გამო დასაჯონ.

"იუვენტუსის" კონკურენტები ისევ არასტაბილურად ასპარეზობენ, ტურინული გრანდი კი კარგ ფორმაშია და ქულათა მარაგს ზრდის. "ვეკია სენიორამ" "ემპოლი" გაანადგურა და სწორედ ამ მატჩით დავიწყოთ...

3 გოლი 5 წუთში
"იუვენტუსი" დიდ უპირატესობას ფლობდა "ემპოლისთან" შეხვედრაში და თქმა არ სჭირდება, რომ დამსახურებულად გაიმარჯვა. მასიმილიანო ალეგრის შეგირდებმა
სამივე გოლი მეორე ნახევარში შეაგდეს და თანაც, დროის 5-წუთიან მონაკვეთში.

აღსანიშნავია, რომ სამივე გოლი მეტად ეფექტური გამოვიდა - 65-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც პაულო დიბალამ მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი, კარგად გაერკვა ვითარებაში და უძლიერესი დარტყმით, მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

სამიოდე წუთში, გონსალო იგუაინმა გაიბრწყინა, რომელმაც ერთ მეტოქეს შესანიშნავად აუარა გვერდი და საჯარიმოს გარედან, უძლიერესად და უზუსტესად დაარტყა. მესამე გოლიც იგუაინის ანგარიშზეა, რომელმაც მცველის უხეში შეცდომა შეირგო, მეკარესთან პირისპირ დარჩა, მოატყუა და ბურთი დაუცველ კარში გადაგზავნა.

მიუხედავად იმისა, რომ "იუვემ" გოლები მეორე ნახევარში შეყარა და გარკვეული პერიოდი, ანერვიულა გულშემატკივრები, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ალეგრის გუნდმა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაიმარჯვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კონკურენტების არასტაბილურობის ფონზე, "ვეკია სენიორა" კვლავაც სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტად რჩება. მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრიმ შემდეგი განაცხადა:

"კარგი სამუშაო გავწიეთ და დამსახურებულად მოვიგეთ, თუმცა მეტოქეს ხშირად ვაძლევდით კონტრშეტევის საშუალებას და სამომავლოდ ეს აღარ უნდა განმეორდეს. ნახევარდაცვა კარგია შეტევაში, მაგრამ ცოტა უჭირს დაცვაში, რაზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება. მომეწონა ის, რომ 3:0-ის მერეც არ მოვდუნდით და კონცენტრაცია არ დავკარგეთ. სწორი ფეხბურთი ვითამაშეთ და არც შემართება გვაკლდა, რამაც დადებითი შედეგი განაპირობა".

"ნაპოლი" ბერგამოში შეაჩერეს
"იუვენტუსის" ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი "ნაპოლი" ბერგამოში ჩავიდა და "ატალანტასთან" დამარცხდა. გამარჯვების გოლი ანდრეა პეტანიამ გაიტანა ჯერ კიდევ მე-9 წუთზე. მას შემდეგ ორივე კართან არაერთი სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ გოლი აღარ გასულა. მთლიანობაში, თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა და მართალია, ნეაპოლელები ტეროტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, "ატალანტამ" მეტოქეს ბევრი არაფერი დაუთმო.

ამჯერად, ჩრდილში იყო მოქცეული არკადიუშ მილიკი, რომელიც ბერგამოელმა მცველებმა კარგად ამოკეტეს. ჯერ ლორენცო ინსინიე და შემდეგ დრის მერტენსი, სწრაფი, ტექნიკური თამაშით ცდილობდნენ თამაშის გამწვავებას, რაც პერიოდულად გამოსდიოდათ, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში ნეაპოლელებს სიზუსტე აკლდათ. სტუმრებმა 11-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და აქედან მხოლოდ 3-ჯერ ზუსტად, რაც ყველაფერზე ნათლად მეტყველებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის შემდეგ "ნაპოლის" თავკაცმა მაურიციო სარიმ მოკლე კომენტარი გააკეთა:

"თამაშის დიდი ნაწილი უპირატესობას სწორედ ჩვენ ვფლობდით, მაგრამ გოლი მეტოქემ გაიტანა, რაც ფეხბურთში ხშირად ხდება. რთულია ყველა ფრონტზე ბრძოლა, მაგრამ ეს არ ამართლებს შეცდომებს, რომელთა გამო მწარედ დავისაჯეთ. დასანანი ქულები დავკარგეთ, მაგრამ ეს მარცხი სწორი დასკვნების გამოსატანად უნდა გამოვიყენოთ".

გაყარეთ უცხოელები!
"ლაციო" აღარ ხუმრობს - სიმონე ინძაგის გუნდი უდინეში ჩავიდა და იქაური "უდინეზე" სამი უპასუხო გოლის წყალობით დაამარცხა. რომაელთაგან ერთი გოლი კეიტამ შეაგდო, დუბლი კი ჩირო იმობილემ მიითვალა აქტივში. იმობილე შესანიშნავ ფორმაშია და "ლაციოს" მთავარ დამრტყმელ ძალად ყალიბდება. "ბიანკოჩელესტე" სწრაფ, მობილურ და მოქნილ ფეხბურთს თამაშობს - შედეგად, ლიდერთა შორისაა და თუ ასე გააგრძელა, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს.

ჩავარდნა აქვს "უდინეზეს", რომლის მთავარმა მწვრთნელმა "ლაციოსთან" შეხვედრაში არც ერთი იტალიელი ფეხბურთელი არ ათამაშა. ძირითადში თერთმეტი უცხოელი იყო და შეცვლებზეც უცხოელები შევიდნენ.

"უდინეზეს" ფეხბურთელების 90% ლეგიონერია, რაც გუნდის გულშემატკივრებმა სწორედ "ლაციოსთან" შეხვედრაში გააპროტესტეს - ტრიბუნაზე ბანერები იყო გაშლილი შემდეგი შინაარსის წარწერებით: "კმარა უცხოელები!", "გაყარეთ უცხოელები" და ა.შ. ულტრასთა ამ ორგანიზებულ აქციას მედიაში არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა - ჟურნალისტთა ნაწილმა აქციას ქსენოფობიური უწოდა და ფედერკალჩოს რეაგირებისკენ მოუწოდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...

თრილერი მილანში
ტურის და ალბათ, მიმდინარე ჩემპიონატის ყველაზე სანახაობრივი მატჩი "სან სიროზე" შედგა, სადაც "მილანმა" "სასუოლოს" უმასპინძლა. მასპინძლებმა სწრაფი გოლი გაიტანეს, რასაც ჯაკომო ბონავენტურას უნდა უმადლოდნენ, მაგრამ შემდეგ 3 გოლი გაუშვეს და თითქოს, "სასუოლოს" გამარჯვება გარდაუვალი იყო.

მატჩის დასრულებამდე 20 წუთი რჩებოდა, როდესაც "მილანი" გამოცოცხლდა და დროის მოკლე მონაკვეთში მეტოქეს 3 გოლი შეუგდო - შედეგად, 4:3 ლომბარდიელთა სასარგებლოდ. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ფანტასტიკური შეხვედრა, რომელშიც იყო ყველაფერი ის, რისთვისაც გვიყვარს ფეხბურთი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სერია A. VII ტური
პესკარა-კიევო 0:2
გოლები: 0:2 მეჯორინი (76), 0:2 ინგლეზე (85)
პესკარა (4-3-2-1): ბიძარი - კრეშენცი, ფორნაზიერი, კამპანიარო, ბირაგი - ბრუგმანი (84. მურიჩი), ვერე, მემუშა - ბენალი (74. კრისტანტე), მანია (68. მიტრიტა) - კაპრარი
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, დაინელი, სპოლი, გობი - კასტრო, რადოვამოვიჩი, ჰეტემაი - ბირსა (81. რიგონი) - ფლორო ფლორესი (63. მეჯორინი), ინგლეზე (90. პარიჯინი)
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 11-5; ჯარიმა: 11-14; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: (3-5) 8-14; ბურთის ფლობა: 55%-45%; მაყურებელი: 16 000

უდინეზე-ლაციო 0:3
გოლები: 0:1 იმობილე (28), 0:2 კეიტა (54), 0:3 იმობილე (61)
უდინეზე (4-3-1-2): კარნეზისი - ერტო, დანილო, ფელიპე, ალი ადნანი - ბადუ (78. იანკტო), კუმსი, კონე - დე პაული (63. პენარანდა) - საპატა, პერიცა
ლაციო (4-2-3-1): სტრაკოშა - პატრიჩი, დე ვრი, ჰოედტი, ლუკაკუ - პაროლო, ლულიჩი (85. ლეიტნერი) - ანდერსონი, სავიჩი, კეიტა (70. ჯორჯევიჩი) - იმობილე (77. ლომბარდი)
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 5-9; ჯარიმა: 4-12; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-13 (4-5); ბურთის ფლობა: 46%-54%; მაყურებელი: 16 000

ემპოლი-იუვენტუსი 0:3
გოლები: 0:1 დიბალა (65), 0:2 იგუაინი (67), 0:3 იგუაინი (70)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ძამბელი, ბელუში, კოშიჩი, პასკუალი - ტელიო (67. მჭედლიძე), მაური, კროჩე - კრუნიჩი (73. ჰაჯი) - პუჩარელი, მაკარონე (60. მარილუნგო)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კუადრადო, ხედირა (61. ლემინა), ერნანესი, პიანიჩი (82. სტურარო), სანდრო - დიბალა (73. პიაცა), იგუაინი
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 5-7; ჯარიმა: 19-20; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 5-19 (3-13); ბურთის ფლობა: 43%-57%; მაყურებელი: 18 000

ატალანტა-ნაპოლი 1:0
გოლი: 1:0 პეტანია (9)
ატალანტა (3-5-2): ბერიშა - კალდარა, ტოლოი, მაზიელო - კონტი, გალიარდინი (73. პესიჩი), კურტიჩი, ფრეულერი, დრამე - გომესი (83. დალესანდრო), პეტუნია (68. გრასი)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი - ზელინსკი, ჟორჟინიო (71. გაბიადინი), ჰამშიკი - ინსინიე (79. ჯაკერინი), კალეხონი (54. მერტენსი), მილიკი
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 4-12; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 8-11 (5-3); ბურთის ფლობა: 31%-69%; მაყურებელი: 22 000

ბოლონია-ჯენოა 0:1
გოლი: 0:1 სიმეონე (77)
ბოლონია (4-3-3): და კოსტა - კრაფტი, გასტალდელო, მაიეტა, მაზინა - ტაიდერი, ნაგი (46. ოიკონომო), ჯემაილი - კრეიჩი (63. რიცო), ვერდი (80. დი ფრანჩესკო), დესტრო
ჯენოა (3-4-3): პერინი - იძო, ბურდისო, ჯენტილეტი - ლაზოვიჩი (86. ორბანი), ბელუში, რინკონი (62. ნიჩამი), ლაქსალტი - რიგონი, გაკპე (72. ნინკოვიჩი), სომეონე
გაძევება: გასტალდელო (44), ჯემაილი (87) - ჯენტილეტი (85)
გაფრთხილება: 1-4; კუთხური: 7-3; ჯარიმა: 8-22; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 6-12 (5-5); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 22 000

კალიარი-კროტონე 2:1
გოლები: 1:0 დი ჯენარო (38), 2:0 პადოინი (56), 2:1 სტოიანი (90)
კალიარი (4-3-1-2): რაფაელი - პიზაკანე, კაპიტელი, ალვეში, მურუ - პადოინი, ისლა (86. სალამონი), პანაიოტისი - დი ჯენარო (75. მუნირი) - საუ (79. ჯანეტი), ბორიელო
კროტონე (3-4-3): კორდაცი - ჩეკერინი, კლეიტონი (27. დუსენე), ფერარი - როზი (67. ნვანკო), როდენი, კრიზეტიგი, მარტელა - ტონევი (74. სტოიანი), ფალჩინელი, პალადინო
გაფრთხილება: 0-4; კუთხური: 6-14; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 0-5; კარში დარტყმა: 14-21 (9-8); ბურთის ფლობა: 54%-46%; მაყურებელი: 16 000

სამპდორია-პალერმო 1:1
გოლები: 0:1 ნესტეროვსკი), 1:1 ფერნანდესი (90)
სამპდორია (4-3-1-2): ვივიანო - სალა, სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო, ტორეირა, ლინეტი (64. ფერნანდესი) - ალვარესი (81. პრაეტი) - მურიელი, კვალიარელა (61. შჩიკი)
პალერმო (3-4-2-1): პოსავეცი - ციონეკი, გოლდანიგა, გონსალესი - რისპოლი, გაცი, ენრიკე (70. მატო), ალეესამი - დიამანტე (89. ბოიე), ჰილემარკი (56. ჩოჩევი) - ნესტოროვსკი
გაძევება: გაცი (90. პალერმო)
გაფრთხილება: 2-6; კუთხური: 6-1; ჯარიმა: 9-19; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 19-4 (9-2); ბურთის ფლობა: 64%-46%; მაყურებელი: 22 000

მილანი-სასუოლო 4:3
გოლები: 1:0 ბონავენტურა (9), 1:1 პოლიტანო (10), 1:2 აჩერბი (54), 1:3 პელეგრინი (56), 2:3 ბაკა (69-პენ.), 3:3 ლოკატელი (73), 4:3 პალეტა (77)
მილანი (4-3-3): დონარუმა - კალაბრია, პალეტა, გომესი, დე შილიო - კუცკა, მონტოლივო (60. ლოკატელი), ბონავენტურა - ლუის ადრიანო (46. ნიანგი), სუსო, ბაკა (83. პოლი)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ლიროლა, აჩერბი, ანტეი, ლეტშერტი - პელეგრინი (82. იემელო), მანიანელი, მაძიტელი (68. ბიონდინი) - პოლიტანო, ადაპონგი (78. რიჩი), დეფრელი
გაფრთხილება: 1-5; კუთხური: 5-4; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 12-5 (6-5); ბურთის ფლობა: 53%-47%; მაყურებელი: 45 000

ტორინო-ფიორენტინა 2:1
გოლები: 1:0 იაგო (15), 2:0 ბენასი (60), 2:1 ბაბაქარი (84)
ტორინო (4-3-3): ჰარტი - ძაპაკოსტა, როსეტინი, კასტანი, ბარეკა - ბენასი (88. ბაზელი), ვალდიფიორი, ასკუა - იაგო (73. მარტინესი), ბოიე (59. ლიაიჩი), ბელოტი
ფიორენტინა (3-4-2-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, ასტორი, სალსედო - ბერნარდესკი (68. ბაბაქარი), ბადელი (68. ვესინო), სანჩესი, მილიჩი - ბორხა ვალერო, ილიჩიჩი (46. სარატე) - კალინიჩი
გაფრთხილება: 15-12; კუთხური: 6-8; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 14-12 (5-4); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 20 000

რომა-ინტერი 2:1
გოლები: 1:0 ჯეკო (5), 1:1 ბანეგა (72), 2:1 მანოლასი (76)
რომა (4-2-3-1): სჩესნი - პერესი, მანოლასი, ფაციო, ჟუანი - დე როსი, სტროტმანი - სალაჰი (70. ელ შაარავი), ფლორენცი (90. ნაინგოლანი), პეროტი (79. პარედესი) - ჯეკო
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - ანსალდი (62. ნაგატომო), მურილიო, მირანდა, სანტონი - ჟოაო მარიო (60. გნუკური), მედელი - კანდრევა (70. იოვეტიჩი), ბანეგა, პერიშიჩი - იკარდი
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 3-10; ჯარიმა: 9-17; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 16-12 (7-5); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 50 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები: 6 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი), მაურო იკარდი (ინტერი), კარლოს ბაკა (მილანი); 5 - ხოსე კალეხონი (ნაპოლი), ანდრეა ბელოტი (ტორინო); 4 - არკადიუშ მილიკი (ნაპოლი).

მომდევნო ტური
15 ოქტომბერი:
ნაპოლი-რომა, პესკარა-სამპდორია, იუვენტუსი-უდინეზე;

16 ოქტომბერი:
ფიორენტინა-ატალანტა, ჯენოა-ემპოლი, ინტერი-კალიარი, ლაციო-ბოლონია, სასუოლო-კროტონე, კიევო-მილანი;

17 ოქტომბერი:
პალერმო-ტორინო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული