მატეო დარმიანი მილანის "ინტერში" გადადის?

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნა, მატეო დარმიანმა ძირითად შემადგენლობაში დაკარგა ადგილი და ღრმა თადარიგში გადაინაცვლა.

მიმდინარე სეზონში, 26 წლის იტალიელ მცველს მხოლოდ ერთი თამაში აქვს ჩატარებული და ისიც ევროპალიგაზე "ფეიენოორდის" წინააღმდეგ. მოკლედ, ლუი ვან გაალისგან განსხვავებით, მოურინიო დარმიანს არ ენდობა და ფეხბურთელსაც იტალიაში სურს დაბრუნება. მით უმეტეს, მატეოს კარგი ვარიანტი გამოუჩნდა, რადგან მისით "ინტერია" დაინტერესებული...

"გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, მილანელები დარმიანის დამატებას იანვარში, იჯარით აპირებენ და თუ მხარეები კმაყოფილნი დარჩნენ თანამშრომლობით, ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულებაც გაფორმდება. გამოსასყიდი
თანხა არ სახელდება, თუმცა თუ ავტორიტეტულ გამოცემას დავუჯერებთ, გარიგებას წინ პრაქტიკულად აღარაფერი უდგას და დიდი ალბათობით, მატეო კარიერას "ინტერში" გააგრძელებს.

საგულისხმოა, რომ დარმიანი "მილანის" აღზრდილია და სწორედ "როსონერიდან" გადაბარგდა "ტორინოში", სადაც ჯერჯერობით საუკეთესო წლები გაატარა კარიერაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული