ფიფამ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია დააჯარიმა

AutoSharing Option
ფიფამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ფინანსური სანქცია დააკისრა და 30 000 შვეიცარიული ფრანკით დააჯარიმა, რაც 27 000 ევროს ექვივალენტია.

მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში იტალიის ნაკრები ისრაელს სტუმრობდა, სადაც მასპინძელი ქვეყნის ეროვნული ჰიმნის შესრულების დროს სტუმართა სექტორში გამწესებულმა იტალიელმა გულშემატკივრებმა ფაშისტური მისალმება გამოიყენეს, რაც ბენიტო მუსოლინის პერიოდში იყო მიღებული.

ფიფას კოდექსით, ფაშისტური ჟესტების გამოყენება ისჯება და ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

ამ თემაზე მსოფლიოს უმაღლესი საფეხბურთო ორგანოს სადისციპლინო კომიტეტის წარმომადგენელმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ფაშიზმი ისეთივე მიუღებელია საფეხბურთო სამყაროში, როგორც ნაციონალურ და რასობრივ
ნიადაგზე გამოვლენილი ნებისმიერი დისკრიმინაცია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული