"იუვეს" ტექნიკური დირექტორი პაველ ნედვედი, 10 წლის წინ, სწორედ "იუვეში" თამაშობდა და მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ფეხბურთის აღიარებული ვარსკვლავი იყო, სერია B-ში თამაში არ უთაკილია. ნედვედმა ძველი დრო გაიხსენა და საინტერესო კომენტარები გააკეთა.
სერია B
როდესაც წარსულს ვიხსენებ, დიდი ნახტომი
10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც "იუვენტუსი" სერია B-ში ასპარეზობდა, დღეს კი ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია. ეს პროგრესი საქმისადმი პროფესიონალურმა მიდგომამ და მუხლჩაუხრელმა შრომამ განაპირობა. ანდრეა ანიელის სახით, კლუბში იდეალური მმართველი მოვიდა, რომელმაც იცოდა კრიზისიდან გამოსვლის გზები. ბედნიერი ვარ, რომ დღემდე კლუბში ვმუშაობ და ვრჩები ამ დიდი ოჯახის შემადგენელ ნაწილად.აუხდენელი ოცნება
ყოველთვის მინდოდა "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში და სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ მომეცა. აღფრთოვანებული ვიყავი პოლ სქოულზის, რაიან გიგზის და სხვა ვარსკვლავების ასპარეზობით და მსურდა, რომ თუნდაც მცირე ხნით, მათ გვერდით მეც ვყოფილიყავი. "იუნაიტედში" ჩემი თანამემამულე, კარელ პობორჟსკი თამაშობდა და მისი მშურდა კიდეც. მოკლედ, "მანჩესტერი" ჩემი აუხდენელი ოცნებაა, თუმცა ბედნიერი ვარ იმით, რომ კარიერის საუკეთესო წლები "იუვენტუსში" გავატარე და ამას არაფერზე გავცვლიდი.
სამომავლო გეგმები
ტურინში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ, რადგან ვრჩები ფეხბურთში და ვემსახურები გუნდს, რომელსაც ჩემი გული ეკუთვნის. მსურს, რომ აქ კიდევ დიდ ხანს დავრჩე და გულშემატკივრებთან ერთად, "იუვენტუსის" დიდი გამარჯვებებით გავიხარო...ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"