შენ უბრალოდ ნეხვი ხარ! - იკარდიმ "ინტერის" ფანები განარისხა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" არგენტინელმა ფეხბურთელმა მაურო იკარდიმ ფანები გააღიზიანა.

იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურის მატჩში, სადაც "ინტერი" "კალიარის" მასპინძლობდა, ფანებმა ბანერი დაკიდეს, სადაც არგენტინელს მწვავედ აკრიტიკებენ.

"შენ კაცი არ ხარ. შენ კაპიტანი არ ხარ. შენ უბრალოდ ნეხვი ხარ", - ეწერა ბანერზე.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას 23 წლის ფეხბურთელის ავტობიოგრაფიული წიგნი გამოვიდა.

"ტიფოზების" განრისხება იმ პერიოდის გახსენებამ გამოიწვია, სადაც იკარდიმ კლუბის წარმომადგენლებთან აღიარა, რომ არგენტინიდან 100-მდე ბოროტმოქმედს ჩამოიყვანს და ისინი უკმაყოფილო "ულტრასებს" მიხედავენ.

16 სექტემბერს კი გულშემატკივრებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც "ინტერს" მოუწოდეს იკარდისთვის
კაპიტნის სამკლაური მოეხსნათ.

- სერია A. VIII ტური: "რომამ" ნეაპოლში გაინავარდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჟურნალისტს ცოტა გასაგებად რომ დაეწერა უკეთესი იქნებოდა? რას ნიშნავს ეს თარგმანი ვერ გავიგე.
ტიფოზების" განრისხება იმ პერიოდის გახსენებამ გამოიწვია, სადაც იკარდიმ კლუბის წარმომადგენლებთან აღიარა, რომ არგენტინიდან 100-მდე ბოროტმოქმედს ჩამოიყვანს და ისინი უკმაყოფილო "ულტრასებს" მიხედავენ.
იკარდი მაურო
14:01 17-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული