შესაძლოა, მილანის "ინტერის" მთავარ მწვრთნელად ფაბიო კაპელო დაინიშნოს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა დაკავებული თანამდებობა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში დატოვოს.

ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მილანური კლუბი სეზონის დაწყების წინ ჩაიბარა, თუმცა მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ჩატარებული ათი მატჩიდან ხუთი წააგო. უკვე გაჩნდა ინფორმაცია, რომ დე ბურის გაშვების შემთხვევაში, "ინტერი" შესაძლოა, "რომას" ყოფილ მწვრთნელს რუდი გარსიას ან ინგლისისა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების ყოფილ თავკაცს ფაბიო კაპელოს ჩააბარონ. ვარაუდი განსაკუთრებით ამ უკანასკნელის მიმართ გამოითქმის.

კაპელოს სხვცადასხვა დროს "მილანი", "რომა", "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" გაუწვრთნია. 2015 წელს რუსეთის ნაკრებთან განშორების შემდეგ ის უმუშევარია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული