პაოლო დიბალა ტურინის "იუვენტუსს" 10-15 დღე ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" თავდამსხმელი პაოლო დიბალა გუნდს რამდენიმე მატჩში ვერ დაეხმარება.

შეგახსნებთ, რომ დიბალამ ტრავმა "მილანთან" სერია A-ს მე-9 ტურის მატჩში მიიღო, რომელიც ტურინელებმა მინიმალური ანგარიშით წააგეს.

22 წლის არგენტინელმა მოედანი შეხვედრის 33-ე წუთზე დატოვა.

წინასწარი პროგნოზებით ფორვარდი 10-15 დღეს გამოტოვებს.

გამომდინარე აქედან დიბალა "სამპდორიასთან" და "ნაპოლისთან" ვერ ითამაშებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე გუნდს "ლიონთან" ვერ დაეხმარება.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული