ტურინის "იუვენტუსს" ოსკარის გადაბირება სურს

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსი" ოსკარის გადაბირებას ცდილობს.

ბრაზილიელს იმედი ჰქონდა, რომ ჟოზე მოურინიოს წასვლის მერე ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემა აღარ ექნებოდა, მაგრამ მას რეგულარული სათამაშო დრო ისევ არ აქვს და ამით ნაკრებში მოხვედრასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

ამის გამო თავად ოსკარიც სერიოზულად დაფიქრდა გუნდის გამოცვლაზე, ხოლო "ბებერი ქალბატონი" ნახევარდაცვაში ფეხბურთელს რომ ეძებს, დიდი ხანია, ცნობილია.

არც ის არის სიახლე, რომ იტალიური გუნდი 25 წლის ბრაზილიელს აქამდეც ეპატიჟებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული