იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დიდია შანსი, რომ მომდევნო ზაფხულს, თავისუფალი აგენტის სტატუსით, "იუვეს" ტიაგო სილვაც შეუერთდეს. მოკლედ, ტურინული გრანდის მენეჯმენტი შესანიშნავად მუშაობს, ამ საქმეების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი კი კლუბის სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტაა, რომლის მოკლე ინტერვიუს ქვემოთ გაეცნობით...
- სამი ხედირას და დანი ალვეშის სანაცვლოდ ცენტიც არ გადაგიხდიათ, თუმცა გუნდისთვის დიდი ძალა დაიმატეთ...
- "იუვენტუსი" დიდი
- ერთხელ უკვე დაადასტურეთ, რომ მომდევნო ზაფხულს თქვენი მიზანი ტიაგო სილვას გადაბირებაა...
- სილვა უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და მის გადაბირებაზე ნამდვილად არ ვიტყოდით უარს. ვიცი, რომ პსჟ-სთან კონტრაქტი უმთავრდება, თუმცა ჯერ უცნობია, გაახანგრძლივებს თუ არა მას. სილვას გადმოყვანა გვინდა, მაგრამ რა იქნება სინამდვილეში, დღეს რთული სათქმელია. ერთი ცხადია, "იუვენტუსი" ყოველთვის შეეცდება, რომ სატრანსფერო ფანჯარა ნაყოფიერად გამოიყენოს.
- პოლ პოგბა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 1.5 მილიონ ევროდ იყიდეთ და შემდეგ, მის სანაცვლოდ 110 მილიონი აიღეთ. კოლოსალური მოგებაა...
- მოგება მართლაც დიდია, მაგრამ არა იმდენი, თქვენ რომ გგონიათ. პოგბა 110 მილიონ ევროდ გაიყიდა, მაგრამ აქედან 27 მილიონი ევრო აიღო მინო რაიოლამ და მისმა კომპანიამ. 5 მილიონ ევროს მივიღებთ იმ შემთხვევაში, თუ პოლს "მანჩესტერ იუნაიტედი" 50 მილიონ ევროდ სხვა კლუბში გაყიდის და დარჩა 72 მილიონი ევრო, რომელიც მართლაც ჩაირიცხა ჩვენს ანგარიშზე. პოგბა 4 წლის წინ ვიყიდეთ და შემდეგ, დიდ თანხად გავასხვისეთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ფეხბურთელზე მაღლა ფული დავაყენეთ...
- ანუ, წასვლა თვითონ პოგბას სურდა?
- პოგბა ტურინში თავს კარგად გრძნობდა, მაგრამ ინგლისში დაბრუნება და პრემიერლიგაში თამაში ძალიან უნდოდა. პოლს ჰქონდა "რეალის" ვარიანტი, მაგრამ მას სწორედ ინგლისში უნდოდა გადაბარგება.
- რამდენად სწორია, როდესაც ფეხბურთელის აგენტი ტრანსფერში 27 მილიონ ევროს იღებს?
- სხვის ჯიბეში არ ვიყურები და შესაბამისად, კონკრეტულად მინო რაიოლას შემოსავლებზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. აგენტების ინსტიტუტი არსებობს და რადგან ასეა, ე.ი. ფეხბურთელებს ისინი სჭირდებათ. მე ჩემი საქმე მაქვს და გამოვდივარ იმ რეალობიდან, რომელიც სახეზეა.
- გონსალო იგუაინის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადეთ. გულშემატკივრები მომავალშიც დაელოდებიან თქვენგან ასეთ დანახარჯებს...
- თუ ფინანსური მდგომარეობა ხელს გიწყობს და კონკრეტული ფეხბურთელის დამატება გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ფული არ უნდა დაზოგო. "იუვენტუსს" სჭირდებოდა ფორვარდი, რომელიც სეზონში მინიმუმ 25 გოლს გაიტანს, არგენტინელი კი სწორედ ასეთია. იგუაინმა იცის იტალიური ფეხბურთი და ესეც მისი პლუსი იყო. საჭიროების შემთხვევაში, "იუვენტუსი" მომავალშიც განახორციელებს მეგა-ტრანსფერებს...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"