* ფრანჩესკო ტოტიმ ტრავმის გამო გამოტოვა ტური.
ტურის ცენტრალური მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით სძლია მეტოქეს - 2:1. ქულები დაკარგა "იუვეს" კიდევ ერთმა კონკურენტმა, "რომამ" და შესაბამისად, "ბებერმა ქალბატონმა" პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა.
იგუაინის გოლით
"იუვენტუსი"-"ნაპოლის" შეხვედრა ორმხრივი იერიშებით წარიმართა და მთლიანობაში, მატჩი კარგი სანახავი გამოდგა. იყო მაღალი ტემპი, ბრძოლა მოედნის ნებისმიერ მონაკვეთზე, სახიფათო მომენტები და სამი გოლი, რომლებიც მეორე ნახევარში გავიმიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელები აქტიურად უტევდნენ და გარკვეულ მონაკვეთებში უპირატესობასაც ფლობდნენ, მთლიანობაში, მატჩი მაინც "იუვენტუსის" კარნახით წარიმართა. მთელი თამაშის განმავლობაში იგრძნობოდა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდს მეტი რესურსი ჰქონდა და თუ ვინმე მოიგებდა მატჩს, სწორედ "იუვენტუსი" იყო...
ანგარიში ლეონარდო ბონუჩიმ გახსნა, რომელიც კუთხურზე ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში - ნეაპოლელმა მცველებმა ამოიტანეს ბურთი სახიფათო ზონიდან, თუმცა "იუვემ" შეტევის მეორე ფაზა წამოიწყო, ბონუჩიც დარჩა მეტოქის საჯარიმოში და უძლიერესი დარტყმით პეპ რეინას შანსი არ დაუტოვა - 1:0. ამ ეპიზოდიდან ხუთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც ლორენცო ინსინიემ ხოსე კალეხონი ბრწყინვალე პასით მოძებნა და ამ უკანასკნელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ჯიჯი ბუფონის კარის ჩარჩოში - 1:1.
მატჩის კულმინაცია 70-ე წუთზე დადგა, როდესაც "იუვენტუსის" ქაოსური შეტევა გონსალო იგუაინის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. არგენტინელი ფორვარდი საჭირო დროს, საჭირო ადგილას აღმოჩნდა და გამარჯვების გოლი შეაგდო. გონსალომ, როგორც "ნაპოლის" ექსფეხბურთელმა, გოლი არ აღნიშნა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გამოჩნდა, ამით ნეაპოლელთა გული ვერ მოიგო...
"ნაპოლის" გულშემატკივრები იგუაინს იუდად მოიხსენიებენ და მის მიმართ ზიზღს ღიად გამოხატავენ. გონსალოს გოლს ქალაქ ნეაპოლის მერი, ლუიჯი დე მაჯისტრისი გამოეხმაურა და სკანდალური განცხადება გააკეთა:
"ნეაპოლი მეგობრული ქალაქია და აქ სტუმრებს პატივს სცემენ, მაგრამ ეს არ ეხებათ მტრებს და გამყიდველებს. ვურჩევ გონსალო იგუაინს, რომ ნეაპოლში 1000-კაციანი დაცვით ჩამოვიდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა უბედურება დატრიალდეს. პირდაპირ ვაცხადებ, რომ იგუაინის ჩამოსვლა ნეაპოლში საშიშია მისი ჯანმრთელობისთვის და პირველ რიგში, ეს მას უნდა ესმოდეს".
ნეაპოლის მერის კომენტარს თვით იტალიის პრემიერ-მინისტრი, მატეო რენცი გამოეხმაურა და არანაკლებ ხმაურიანი განცხადება გააკეთა: "ჩემთვის ყოვლად გაუგებარი და მიუღებელია ის განცხადება, რაც ნეაპოლის მერმა გააკეთა.
იტალიაში დაცული უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის უსაფრთხოება და მათ შორის, ფეხბურთელების, დე მაჯისტრისის განცხადება კი ძალადობის წაქეზებაა. როგორც ჩანს, ნეაპოლის მერის და მისი საქმიანობის უფრო ახლოს გაცნობა მომიწევს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".
"ნაპოლის" ულტრასების ყველაზე დიდმა დაჯგუფებამ ნეაპოლის მერს მხარი დაუჭირა და ინტერნეტსივრცეში იტალიის პრემიერ-მინისტრისადმი მიმართვა გაავრცელა - განცხადებაში ნათქვამია, რომ გონსალო იგუაინის მსგავსად, მატეო რენცისაც 1000-კაციანი დაცვით მოუწევს ნეაპოლში ჩასვლა, რადგან იქ მასაც მტრულად დახვდებიან.
ნეაპოლელები რენცის მას შემდეგ გადაემტერნენ, რაც ერთ-ერთი სატელევიზიო გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრმა ნეაპოლს ევროპის ყველაზე ბინძური ქალაქი უწოდა, იგუაინზე გაკეთებული კომენტარი კი როგორც ჩანს, ცეცხლზე ნავთის დასხმა იყო...
მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "მთლიანობაში, ვფლობდით უპირატესობას და დამსახურებულად მოვიგეთ. ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ და სატურნირო ცხრილში პოზიცია გავიმყარეთ. იგუაინმა არჩევანი გააკეთა "იუვენტუსის" სასარგებლოდ და ამისთვის არ უნდა გრძნობდეს თავს მოღალატედ. პირიქით, გმირული საქციელი ჩაიდინა და გატანილი გოლი არ აღნიშნა".
ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი): "იგუაინი კაცურად მოიქცა და "ნაპოლის" კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა. მეტიც, გონსალო გასახდელშიც მოკრძალებულად იქცეოდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ იქ კამერები არ უღებდნენ. იგუაინი ბრწყინვალე ფეხბურთელი და არანაკლებ კარგი ადამიანია".
"რომამ" ქულები დაკარგა
"რომა" ემპოლიში ჩავიდა და მხოლოდ ერთ ქულას გამორჩა. ლუჩანო სპალეტის შეგირდები ფლობდნენ უპირატესობას, მაგრამ გოლი ვერაფრით გაიტანეს და "იუვენტუსი" 4 ქულის დისტანციაზე გაუშვეს. თუ დედაქალაქელებს სკუდეტოსთვის სურთ ბრძოლა, ასეთი მატჩები აუცილებლად უნდა მოიგონ და თამაშის შემდეგ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება სპალეტიმ. "რომა" რჩება მეორე ადგილზე, თუმცა ლიდერთან ჩამორჩენა გაიზარდა, მდევრები კი დედაქალაქურ გუნდს მიუახლოვდნენ.
"მილანმა" "პესკარას" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით სძლია მეტოქეს - 1:0. ერთადერთი და გამარჯვების გოლი ჯაკომო ბონავენტურას ანგარიშზეა. ვინჩენცო მონტელას გუნდმა დიდი ვერაფერი ფეხბურთი ითამაშა, თუმცა ეს მოგება საკმარისი აღმოჩნდა სამეულში დასაბრუნებლად.
ამასობაში, "ლაციო" აღარ ხუმრობს და სამეულს კუდზე აზის - სიმონე ინძაგის შეგირდებმა "სასუოლოს" უმასპინძლეს და სძლიეს მეტოქეს - 2:1. მორიგი გოლი გაიტანა ჩირო იმობილემ, რომელიც ბრწყინვალე ფორმაშია და ბომბარდირთა დავაში ერთ-ერთი მოწინავეა. როგორც ჩანს, იმობილე ბომბარდირობისთვის, "ლაციო" კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლებს...
XI ტური
ბოლონია-ფიორენტინა 0:1
გოლი: 0:1 კალინიჩი (31)
ბოლონია (4-3-3): და კოსტა - მბაიე, გასტალდელო, ჰელანდერი, მაზინა - ჯემაილი, ტაიდერი, პულგარი (77. დი ფრანჩესკო) - კრეიჩი, ვერდი (12. რიცო), ფლოკარი (58. უმარი)
ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - სალსედო (55. ტომოვიჩი), ასტორი, გონსალო, მილიჩი - ბორხა ვალერო, ბადელი - ტელიო, ბერნარდესკი (72. სანჩესი), ილიჩიჩი (84. კრისტოფორო) - კალინიჩი
გაძევება: გასტალდელო (29. ბოლონია)
გაფრთხილება: 3-3; კუთხური: 2-5; ჯარიმა: 8-16; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 4-9 (1-4); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 20 000
იუვენტუსი-ნაპოლი 2:1
გოლები: 1:0 ბონუჩი (50), 1:1 კალეხონი (54), 2:1 იგუაინი (70)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი (39. კუადრადო) - ლიხტშტაინერი, ხედირა, ერნანესი (76. სტურარო), პიანიჩი (68. მარკიზიო), სანდრო - მანჯუკიჩი, იგუაინი
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კირიკეში, კულიბალი, გულამი - ალანი (76. ზელინსკი), დიავარა, ჰამშიკი (82. ელ ქადური) - მერტენსი, კალეხონი, ინსინიე (61. ჯაკერინი)
გაფრთხილება: 4-1; კუთხური: 3-4; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 6-10 (3-3); ბურთის ფლობა: 56%-44%; მაყურებელი: 41 000
ატალანტა-ჯენოა 3:0
გოლები: 1:0 კურტიჩი (36), 2:0 კურტიჩი (45), 3:0 გომესი (84)
ატალანტა (3-4-2-1): ბერიშა - კონკო (36. ზუკანოვიჩი), კალდარა, მაზიელო - კონტი, კურტიჩი (64. დალესანდრო), ფრეულერი, დრამე (12. სპინაცოლა) - გალიარდინი, გომესი - პეტანია
ჯენოა (3-4-3): პერინი - ჯენტილეტი (80. პანდევი), ბურდისო, მუნიოსი - ლაზოვიჩი, ველოზო (62. ნინკოვიჩი), რინკონი, ლაქსალტი - რიგონი, ნიჩამი (46. სიმეონე), პავოლეტი
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 3-3; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 14-9 (9-3); ბურთის ფლობა: 47%-53%; მაყურებელი: 20 000
მილანი-პესკარა 1:0
გოლი: 1:0 ბონავენტურა (49)
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, გომესი, რომანიოლი, დე შილიო - სოსა (68. კუცკა), ლოკატელი, ბონავენტურა - ნიანგი (68. პასალიჩი), სუსო, ბაკა (84. ლუის ადრიანო)
პესკარა (4-5-1): ბიძარი - ძამპანო, ფორნაზიერი, კოდა (76. ბირაგი), კრეშენცი - ბენალი, ბრუგმანი, მემუშა, აკვილანი (56. კრისტანტე), მიტრიტა (77. მანია) - კაპრარი
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 5-5; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 17-12 (8-6); ბურთის ფლობა: 51%-49%; მაყურებელი: 40 000
კროტონე-კიევო 2:0
გოლები: 1:0 ტროტა (45-პენ.), 2:0 ფალჩინელი (90)
კროტონე (4-3-3): კორდაცი - როზი, ჩეკერინი, ფერარი, მესბა - როდენი, ბარბერისი (88. კრიზეტიგი), კაპეცი - ტროტა (80. სამპირიზი), ფალჩინელი, სტოიანი (17. მალინი)
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - ფრეი, გამბერინი, სპოლი, კაჩატორე - კასტრო, რიგონი (46. რადოვანოვიჩი), ჰეტემაი - ბირსა - ფლორო ფლორესი (72. პარიჯინი), ინგლეზე (63. პელისიერი)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 15-19; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 9-7 (8-3); ბურთის ფლობა: 46%-54%; მაყურებელი: 1 000
ემპოლი-რომა 0:0
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ვესელი, ბელუში, კოსტა, პასკუალი - კრუნიჩი (55. ტელიო), ელ ჰაჯი (75. ბუჩელი), კროჩე - საპონარა - პუჩარელი, ჯილარდინო (68. მაკარონე)
რომა (4-2-3-1): სჩესნი - ემერსონი (55. პერესი), მანოლასი, ფაციო, რუდიგერი (68. ჟუანი) - დე როსი (83. პეროტი), პარედესი - სალაჰი, ნაინგოლანი, ელ შაარავი - ჯეკო
გაფრთხილება: 6-3; კუთხური: 4-8; ჯარიმა: 18-13; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 9-19 (4-7); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 16 000
ლაციო-სასუოლო 2:1
გოლები: 1:0 ლულიჩი (50), 2:0 იუმობილე (55), 2:1 დეფრელი (57)
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა, ვოლასი, ჰოედტი, რადუ - სავიჩი (82. მურჯა), პაროლო, ლულიჩი - ანდერსონი, კეიტა (61. ბილია), იმმობილე (86. ჯორჯევიჩი)
სასუოლო (5-3-2): კონსილი - ლიროლა, აჩერბი, ტერანოვა (81. რაგუზა), პელუზო, დელორკო (46. მატრი) - ბიონდინი (71. დუნკანი), პელეგრინი, სენსი - პოლიტანო, დეფრელი
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 10-4; ჯარიმა: 14-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 13-13 (6-5); ბურთის ფლობა: 53%-47%; მაყურებელი: 25 000
სამპდორია-ინტერი 1:0
გოლი: 1:0 კვალიარელა (44)
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - სალა, სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო, ტორეირა, ლინეტი - ფერნანდესი - მურიელი (88. ალვარესი), კვალიარელა (76. ბუდიმირი)
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - ანსალდი, მურილიო, მირანდა, სანტონი - ჟოაო მარიო, ბანეგა, ბროზოვიჩი - ედერი (76. პალასიო), კანდრევა (76. პერიშიჩი), იკარდი
გაფრთხილება: 1-3; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 8-11 (3-2); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 30 000
ორშაბათი. 31 ოქტომბერი
უდინეზე-ტორინო 22:00
კალიარი-პალერმო 00:00
ბომბარდირები:
10 ედინ ჯეკო (რომა)
8 ჩირო იმობილე (ტორინო)
მაურო იკარდი (ინტერი)
7 გონსალო იგუაინი (იუვენტუსი)
ხოსე კალეხონი (ნაპოლი)
6 კარლოს ბაკა (მილანი)
ანდრეა ბელოტი (ტორინო)
მომდევნო ტური
5 ნოემბერი:
ტორინო-კალიარი, ნაპოლი-ლაციო;
6 ნოემბერი:
პესკარა-ემპოლი, კიევო-იუვენტუსი, ჯენოა-უდინეზე, პალერმო-მილანი, სასუოლო-ატალანტა, ფიორენტინა-სამპდორია, ინტერი-კროტონე, რომა-ბოლონია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"