დღეს თუ ტურის შემდეგ? - "ინტერში" მწვრთნელის ძიება გრძელდება

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფრანკ დე ბური გაათავისუფლეს, მისი ადგილი დროებით სტეფანო ვეკიმ დაიკავა, რომელიც "ნერაძურის" ახალგაზრდული გუნდის მესაჭეა.

როგორც ჩანს, ვეკი "ინტერს" არა მარტო ევროპალიგის პაექრობაში გაწვრთნის, არამედ სერია A-ს მომდევნო ტურშიც გაუძღვება (მეორე ვერსიით, გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ).

აქვე ვთქვათ, რომ "ნერაძური" "კროტონეს" უმასპინძლებს. შემდეგ სანაკრებო პაუზის დრო დგება და "ინტერის" მესვეურები ამ პერიოდსაც გამოიყენებენ, რომ გუნდისთვის ოპტიმალური მწვრთნელი შეარჩიონ. სახელდება არაერთი გვარი, რომლებიც ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი და შესაბამისად, ამ თემაზე კომენტარებსაც აკეთებენ.

ლეონარდო:
"ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემმა გვარმა გაიჟღერა და "ინტერის" მწვრთნელობას მიწინასწარმეტყველებენ. გავიგე, რომ კლუბის მენეჯმენტში ბევრი მიჭერს მხარს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ჩემთან არავის დაურეკავს. არ ვიცი, აპირებენ თუ არა ჩემთან დაკავშირებას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ დღეს "ნერაძურისთვის" საუკეთესო ვარიანტი ვიყო. კლუბის ამჟამინდელ მენეჯმენტთან არაფერი მაკავშირებს და ვფიქრობ, ეს ის წრე არაა, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობ".

გუუს ჰიდინკი: "მქონდა კონსულტაცია "ინტერის" წარმომადგენელთან, თუმცა კონკრეტული წინადადება არ მიმიღია. იტალიაში მუშაობა ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება, რომელზეც უარს არ ვიტყვი. "ინტერში" ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია და მათ გაცილებით უკეთ შეუძლიათ თამაში".

მარსელინო: "შევხვდები "ინტერის" მესვეურებს და კითხვებსაც შემდეგ ვუპასუხებ. დღეს მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შორის შედგა სატლეფონო საუბარი და დაიგეგმა საქმიანი ვახშამი. "ინტერი" დიდი გუნდია და ბუნებრივია, რომ წინადადებას სიამოვნებით განვიხილავ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული