როგორც ჩანს, ვეკი "ინტერს" არა მარტო ევროპალიგის პაექრობაში გაწვრთნის, არამედ სერია A-ს მომდევნო ტურშიც გაუძღვება (მეორე ვერსიით, გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ).
აქვე ვთქვათ, რომ "ნერაძური" "კროტონეს" უმასპინძლებს. შემდეგ სანაკრებო პაუზის დრო დგება და "ინტერის" მესვეურები ამ პერიოდსაც გამოიყენებენ, რომ გუნდისთვის ოპტიმალური მწვრთნელი შეარჩიონ. სახელდება არაერთი გვარი, რომლებიც ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი და შესაბამისად, ამ თემაზე კომენტარებსაც აკეთებენ.
ლეონარდო:
გუუს ჰიდინკი: "მქონდა კონსულტაცია "ინტერის" წარმომადგენელთან, თუმცა კონკრეტული წინადადება არ მიმიღია. იტალიაში მუშაობა ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება, რომელზეც უარს არ ვიტყვი. "ინტერში" ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელია და მათ გაცილებით უკეთ შეუძლიათ თამაში".
მარსელინო: "შევხვდები "ინტერის" მესვეურებს და კითხვებსაც შემდეგ ვუპასუხებ. დღეს მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ შორის შედგა სატლეფონო საუბარი და დაიგეგმა საქმიანი ვახშამი. "ინტერი" დიდი გუნდია და ბუნებრივია, რომ წინადადებას სიამოვნებით განვიხილავ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"