სერია A. XII ტური: ნეაპოლური ფრე კონკურენტების სასარგებლოდ [VIDEO]

AutoSharing Option
* ჯანლუიჯი ბუფონი პირველი მეკარე გახდა, ვინც 600 მატჩი ითამაშა იტალიის ჩემპიონატში.
* მილანის "ინტერს" უახლოეს ხანებში სტეფანო პიოლი ჩაიბარებს.
* ანდრეა ბარძალიმ მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

სერია A-ს მე-12 ტურის ცენტრალური მატჩი "სტადიო სან პაოლოზე" შედგა, სადაც "ნაპოლი" "ლაციოს" დაუზავდა. "იუვენტუსი" "კიევოს" ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა, ტურინული გრანდის ბედი კი "მილანმაც" გაიზიარა.

ზავი "სან პაოლოზე"
"ნაპოლიმ" "და "ლაციომ" გოლები გაცვალეს და ქულები გაიყვეს, ფრემ კი კონკურენტები ახეირა. როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონში "ნაპოლი" და "ლაციო" ჩემპიონთა ლიგის
საგზურისთვის იბრძოლებენ, ამ ბრძოლაში კი თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მომენტები კი ორივე კართან დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა. გოლები მეორე ტაიმის სტარტზე გავიდა - 52-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მარეკ ჰამშიკმა ერთ მეურვეს ოსტატურად აუარა გვერდი და მეკარისაგან შორეული დაბალი კუთხე დალაშქრა. ამ ეპიზოდიდან ორიოდე წუთი იყო გასული, როდესაც ბალდე კეიტა შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ჰამშიკის მსგავსად, გამოზომილი, დაბალი დარტყმით უწია მიზანს. აღსანიშნავია, რომ გოლის ეპიზოდში, პეპე რეინა აშკარად შეცდა, რადგან დარტყმა არ იყო ძლიერი და მეკარეს მართებდა ბურთის შემაგრება.

დარჩენილ წუთებში უფრო ნეაპოლელები უტევდნენ, მაგრამ კონტრშეტევებზე "ლაციოც" მწარედ იჩხვლიტებოდა და სამი ქულის მოპოვება ორივე გუნდს შეეძლო. მატჩის შემდეგ მწვრთნელებმა მოკლე კომენტარები გააკეთეს...

მაურიციო სარი (ნაპოლი): "იყო მონაკვეთები, როდესაც მთლიანად ვაკონტროლებდით თამაშს, მაგრამ პერიოდულად, კონცენტრაციას ვკარგავდით. მთელი 90 წუთი მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ, რომ ისეთი გუნდები დავამარცხოთ, როგორიც "ლაციოა". ქულით უკმაყოფილო ვარ, რადგან უმაღლესი მიზნები გვაქვს დასახული და ჩვენი მიზანი ყველა შეხვედრაში გამარჯვებაა".

სიმონე ინძაგი (ლაციო): "მომეწონა ის რეაქცია, რომელიც გუნდმა გაშვებული გოლის შემდეგ გამოავლინა. შევუტიეთ და საპასუხო შევაგდეთ, რამაც მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა. მიზნად გამარჯვება გვქონდა დასახული, მაგრამ ნეაპოლში ქულის მოპოვება არ არის ურიგო შედეგი".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გაცოფებული "ხარი"
ტური ტურინში დაიწყო, სადაც "ტორინომ" "კალიარის" უმასპინძლა და გაანადგურა მეტოქე, 5:1. დუბლი შეასრულა ანდრეა ბელოტიმ, თითო გოლი კი ლიაიჩმა, ბენასიმ და ბაზელიმ გაიტანეს. "ტორომ" კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და სატურნირო ცხრილშიც მაღალი ადგილი უკავია.

პერიოდულაფ, "ტორინოს" აქვს ჩავარდნები, მაგრამ მთლიანობაში, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი კარგად ირჯება, შეტევაში კი "გრანატა", უბრალოდ, შეუდარებელია. ცალკე აღნიშვნის ღირსია ანდრეა ბელოტი, რომელსაც 8 გოლი მოუგროვდა მიმდინარე სეზონში და ბომბარდირობისთვის იბრძვის. აქვე, მიხაილოვიჩს გადავცეთ სიტყვა:

"თქმა არ სჭირდება, რომ ეს იყო ჩვენი საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში. "ტორინო" გაცოფებულ ხარს ჰგავდა, რომელმაც მოწინააღმდეგე არ დაინდო. ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმა გვყავს იტალიაში და ზოგადად, გუნდი სწორი გზით მიდის. შორსმიმავალ გეგმებზე ლაპარაკს არ ვაპირებ, რადგან ჩვენი მიზანი ყოველი მომდევნო შეხვედრის მოგებაა".

"მილანი" ისევ იგებს
"ნაპოლის" და "ლაციოს" ფრემ "მილანის" წისქვილზე დაასხა წყალი, რომელმაც სიცილიაზე მოიგო და სატურნირო ცხრილის სამეულში გამაგრდა. ლომბარდიელებს რთული მატჩი ჰქონდათ, რადგან თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა და "პალერმოს" შეეძლო, მინიმუმ, ქულის აღება.

ანგარიში სუსომ გახსნა და პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევრის შუაწელს, ნესტეროვსკიმ გაქვითა ანგარიში და თითქოს, "მილანს" მნიშვნელოვანი ორი ქულა ამოაცალა ჯიბიდან - თუმცა, სტუმრები მალევე მოეგნენ გონს და 82-ე წუთზე გამარჯვების გოლი შეაგდეს. აღსანიშნავია, რომ ჯანლუკა ლაპადულამ გამოიჩინა თავი, რომელიც შეცვლაზე ჩაერთო თამაშში და პირველი გოლი შეაგდო ახალი გუნდის შემადგენლობაში.

ქებათა ქება "მილანს", რომელიც "ჯენოასთან" მარცხის შემდეგ არ გატყდა და წარმატებული მატჩების სერია გამოაცხო. ქებას იმსახურებს ვინჩენცო მონტელა, რომელიც ამ რესურსით გუნდს უმაღლესი მიზნებისთვის აბრძოლებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"იუვეს" რთული გამარჯვება
"იუვენტუსი" "კიევოს" ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში მოიგო. ტურინული გრანდი მარიო მანჯუკიჩმა დააწინაურა, თუმცა მალევე, სერჯო პელისიერმა ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაქვითა. გამარჯვების გოლი მირალემ პიანიჩის ანგარიშზეა, რომელსაც ბოლო პერიოდში ბევრს აკრიტიკებდნენ. ჩრდილში იყო მოქცეული გონსალო იგუაინი, რომელსაც პიანიჩის არ იყოს, ბოლო დროს, ჟურნალისტები არ სწყალობენ.

ავად თუ კარგად, "იუვენტუსმა" მოიგო და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა აქტივში. კონკურენტების არასტაბილური ასპარეზობის ფონზე, მასიმილიანო ალეგრის გუნდი რჩება სკუდეტოს მოპოვების უმთავრეს პრეტენდენტად. მართალია, "ვეკია სენიორა" საუკეთესო ფოირმაში არაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გასულ სეზონში, ამ დროს, "იუვე" სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იყო და შემდეგ მაინც იპირველა, დღეს კი ლიდერია და პოზიციის დათმობას არ აპირებს...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XII ტური
ტორინო-კალიარი 5:1
გოლები: 1:0 ბელოტი (2), 2:0 ლიაიჩი (10), 3:0 ბენასი (38), 3:1 მელკიორი (50), 4:1 ბაზელი (51), 5:1 ბელოტი (59-პენ.)
ტორინო (4-3-3): ჰარტი - ძაპაკოსტა, კასტანი, როსეტინი, ბარეკა - ბენასი, ვალდიფიორი, ბაზელი (62. ობი) - ლიაიჩი (70. მარტინესი), იაგო, ბელოტი (77. ლოპესი)
კალიარი (4-3-3): სტორარი - პიზაკანე, კაპიტელი, ალვეში, ისლა - დესენა, მუნარი, პანაიოტისი - მელკიორი (73. ჯანჩეტი), საუ (60. პადოინი), ბორიელო (56. ფარიასი)
გაძევება: დესენა (58. კალიარი)
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 5-4; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 19-9 (9-7); ბურთის ფლობა: 61%-39%; მაყურებელი: 20 000

ნაპოლი-ლაციო 1:1
გოლები: 1:0 ჰამშიკი (52), 1:1 კეიტა (54)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, კირიკეში, კულიბალი, გულამი - ზელინსკი, დიავარა, ჰამშიკი (87. ალანი) - მერტენსი, კალეხონი (81. ელ ქადური), ინსინიე (67. გაბიაინი)
ლაციო (3-5-1-1): მარკეტი - ბასტა, ვოლასი, რადუ - ანდერსონი, ბილია, პაროლო, სავიჩი, ლულიჩი (78. პატრიჩი) - კეიტა (83. დორდევიჩი) - იმობილე (87. ლომბარდი)
გაფრთხილება: 0-2; კუთხური: 9-2; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 16-7 (8-3); ბურთის ფლობა: 61%-39%; მაყურებელი: 40 000

პესკარა-ემპოლი 0:4
გოლები: 0:1 მაკარონე (12), 0:2 პუჩარელი (23), 0:3 მაკარონე (44), 0:4 საპონარა (89)
პესკარა (4-5-1): ბიძარი - ძამპანო, ფორნაზიერი, კამპანიარო, კრეშენცი - ვერე, აკვილანი (46. ბირაგი), მემუშა, ბენალი (57. პეპე), კაპრარი - მანია (71. პეტინარი)
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ვესელი, კოსიჩი, კოსტა, პასკუალი - კრუნიჩი (85. პერეირა), ელ ჰაჯი, კროჩე - საპონარა - პუჩარელი (81. მარილუნგო), მაკარონე (67. ჯილარდინო)
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 8-1; ჯარიმა: 15-11; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 15-9 (7-6); ბურთის ფლობა: 53%-47%; მაყურებელი: 15 000

კიევო-იუვენტუსი 1:2
გოლები: 0:1 მანჯუკიჩი (53), 1:1 პელისიერი (66-პენ.), 1:2 პიანიჩი (75)
კიევო (5-3-2): სორენტინო - იძო (61. პელისიერი), დაინელი, სპოლი, კაჩატორე, გობი - კასტრო, ჰეტემაი, რადოვანოვიჩი - ბირსა (76. დე გუზმანი), ფლორო ფლორესი (84. ინგლეზე)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ლიხტშტაინერი (84. ალვეში), ბენატია, ბარძალი (5. ბონუჩი) - კუადრადო, სტურარო, ერნანესი, პიანიჩი, სანდრო - მანჯუკიჩი, იგუაინი (80. ევრა)
გაფრთხილება: 5-4; კუთხური: 2-4; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 7-14 (2-6); ბურთის ფლობა: 41%-59%; მაყურებელი: 18 000

ჯენოა-უდინეზე 1:1
გოლები: 0:1 ტერო (11), 1:1 ოკამპოსი (24)
ჯენოა (3-4-3): პერინი - ისკო, ბურდისო, ორბანი - ედენილსონი (77. სომეონე), ველოზო, რინკონი, ლაქსალტი - რიგონი (69. ლაზოვიჩი), ოკამპოსი (57. ნინკოვიჩი), პავოლეტი
უდინეზე (4-3-3): კარნეზისი - ვადმერი, ვაგუე, ფელიპე, დანილო - ფოფანა, კუმსი, ბადუ - დე პაული (60. ადანი), ტერო (66. პერიცა), საპატა (72. მატოსი)
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 3-1; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 9-10 (2-4); ბურთის ფლობა: 58%-42%; მაყურებელი: 20 000

პალერმო-მილანი 1:2
გოლები: 0:1 სუსო (15), 1:1 ნესტეროვსკი (71), 1:2 ლაპადულა (82)
პალერმო (4-3-3): პოსავეცი - ტრაიკოვსკი, ციონეკი, ანდელკოვიჩი, ალესაამი - ჰილემარკი (85. კუაიზონი), გაცი, ენრიკე - ემბალო (57. ლო ფაზო), შალაი (57. დიამანტი), ნესტეროვსკი
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო - კუცკა (72. პოლი), ლოკატელი, პასალიჩი (63. ფერნანდესი) - ბონავენტურა, სუსო, ბაკა (79. ლაპადულა)
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 6-5; ჯარიმა: 23-14; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11-12 (7-5); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 25 000

სასუოლო-ატალანტა 0:3
გოლები: 0:1 გომესი (19), 0:2 კალდარა (24), 0:3 კონტი (43)
სასუოლო (3-4-3): კონსილი - გაცოლა, აჩერბი, ტერანოვა - რილორა (31. რიჩი), ბიონდინი, პელეგრინი (71. მაციტელი), პელუზო - პოლიტანო, დეფრელი, მატრი (46. ლემელო)
ატალანტა (3-4-2-1): ბერიშა - ზუკანოვიჩი, კალდარა, მაზიელო - კონტი (89. რაიმონდი), კესეი, გალიარდინი (90. მილიაჩო), სპინაცოლა - კურტიჩი, გომესი (86. დალესანდრო) - პეტანია
გაფრთხილება: 4-2; კუთხური: 3-7; ჯარიმა: 10-20; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 13-13 (5-11); ბურთის ფლობა: 47%-53%; მაყურებელი: 15 000

ფიორენტინა-სამპდორია 1:1
გოლები: 1:0 ბერნარდესკი (37), 1:1 მურიელი (57)
ფიორენტინა (4-2-3-1): ტატარუშანუ - ტომოვიჩი, ასტორი, გონსალო, მილიჩი (87. ვესინო) - ბორხა ვალერო, ბადელი (71. სანჩესი) - ტელიო (65. კიეზა), ბერნარდესკი, ილიჩიჩი - კალინიჩი
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - სალა (71. პერეირა), სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო, ტორეირა, ლინეტი (46. პრაეტი) - ფერნანდესი - მურიელი (83. ბუდიმირი), კვალიარელა
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 11-2; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 16-15 (5-7); ბურთის ფლობა: 52%-48%; მაყურებელი: 28 000

ინტერი-კროტონე 3:0
გოლები: 1:0 პერიშიჩი (84), 2:0 იკარდი (88-პენ.), 3:0 იკარდი (90)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დამბროზიო, რანოკია (20. მურილიო), მირანდა, სანტონი - ჟოაო მარიო, ბროზოვიჩი - კანდრევა (83. იოვეტიჩი), ბანეგა (64. ედერი), პერიშიჩი - იკარდი
კროტონე (4-3-3): კორდაცი - როზი, ჩეკერინი, ფერარი, მესბა - როდენი (86. სამპირიზი), ბარბერისი (86. ტონევი), კაპეცი - ტროტა (72. კრიზეტიგი), ფალჩინელი, პალადინო
გაფრთხილება: 1-2; კუთხური: 18-4; ჯარიმა: 9-10; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 19-3 (8-0); ბურთის ფლობა: 71%-29%; მაყურებელი: 40 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

რომა-ბოლონია 3:0
გოლები: 1:0 სალაჰი (13), 2:0 სალაჰი (62), 3:0 სალაჰი (71)
რომა (4-2-3-1): სჩესნი - პერესი (77. ჟერსონი), ფაციო, რუდიგერი (57. პარედესი), ჟუანი - დე როსი, სტროტმანი - სალაჰი (85. ელ შაარავი), ნაინგოლანი, პეროტი - ჯეკო
ბოლონია (4-3-3): და კოსტა - კრაფტი, ფერარი, ჰელანდერი, მაზინა (84. ტოროსიდისი) - ვივიანი, ტაიდერი (65. პულგარი), ნაგი - კრეიჩი, ჯემაილი, უმარი (50. დესტრო)
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 3-6; ჯარიმა: 18-8; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 20-10 (8-5); ბურთის ფლობა: 57%-43%; მაყურებელი: 35 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები:
10 ედინ ჯეკო (რომა)
მაურო იკარდი (ინტერი)
8 ჩირო იმობილე (ტორინო)
ანდრეა ბელოტი (ტორინო)
მოჰამედ სალაჰი (რომა)
7 გონსალო იგუაინი (იუვენტუსი)
ხოსე კალეხონი (ნაპოლი)
6 კარლოს ბაკა (მილანი)

მომდევნო ტური
19 ნოემბერი:
კიევო-კალიარი, უდინეზე-ნაპოლი, იუვენტუსი-პესკარა;

20 ნოემბერი:
სამპდორია-სასუოლო, ატალანტა-რომა, ბოლონია-პალერმო, კროტონე-ტორინო, ემპოლი-ფიორენტინა, ლაციო-ჯენოა, მილანი-ინტერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული