ოფიციალურად: სტეფანო პიოლი "ინტერის" მწვრთნელია

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა გუნდის თავკაცად 51 წლის სტეფანო პიოლის დანიშვნა. გამოცდილ სპეციალისტთან ხელშეკრულება 2018 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა.

პიოლის პრეზენტაცია ანჯელო მორატის სახელობის სპორტის ცენტრში 10 ნოემბერს შედგება. უკვე ცნობილია პიოლის სამწვრთნელო შტაბის შემადგენლობაც.

პიოლის სამწვრთნელო კარიერა "სალერნიტანაში" დაიწყო 2003/04 წლების სეზონში. შემდეგ იყო "მოდენა", "პარმა", "გროსეტო", "პიაჩენცა" და "სასუოლო". 2009/10 წლების სეზონში ის ელიტას დაუბრუნდა და "კიევო" ჩაიბარა, მერე "პალერმო", "ბოლონია". "ბოლონიაში" კარგი სამი სეზონის შემდეგ, "პიოლი" "ლაციომ" მიიწვია.

პირველი სეზონი მისთვის წარმატებული იყო - მესამე ადგილი
ჩემპიონატში, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საგზური და იტალიის თასის ფინალი.

შეგახსენებთ, რომ პიოლიმ "ინტერში" ჰოლანდიელი ფრანკ დე ბური შეცვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული