მარეკ ჰამშიკი: არკადიუშ მილიკი ძალიან გვაკლია

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში "ნაპოლი" არასტაბილურად ასპარეზობს და შედეგად, მხოლოდ მე-6 ადგილი უკავია სატურნირო ცხრილში.

მაურიციო სარის გუნდი ლიდერ "იუვენტუსს" 9 ქულით ჩამორჩება და როგორც ჩანს, "ნაპოლის" პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება. თუმცა, ასეთი "ნაპოლისთვის" ეს მისიაც ურთულესი ჩანს, რადგან სამეულში მოსახვედრად დიდი კონკურენციაა.

ჟურნალისტებთან საუბრისას, გუნდის კაპიტანმა მარეკ ჰამშიკმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"თითოეულ შეხვედრაში უამრავ მომენტს ვაფუჭებთ, რაც იმის ბრალია, რომ კლასიკური ცენტრფორვარდი არ გვყავს. ბოლო მატჩებში მეტ ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ როდესაც გოლები ვერ გაგაქვს, რთულია გამარჯვების მოპოვება.

არკადიუშ მილიკი ძალიან გვაკლია, რადგან სწორედ ის იყო მომენტების უბადლო დამგვირგვინებელი.

პოლონელმა 9 მატჩში 7 გოლი შეაგდო, შემდეგ კი დაშავდა და შეტევაში დიდი ვაკუუმი დატოვა. იმედია, არკადიუში მალე დაბრუნდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული