მაურიციო სარის გუნდი ლიდერ "იუვენტუსს" 9 ქულით ჩამორჩება და როგორც ჩანს, "ნაპოლის" პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება იქნება. თუმცა, ასეთი "ნაპოლისთვის" ეს მისიაც ურთულესი ჩანს, რადგან სამეულში მოსახვედრად დიდი კონკურენციაა.
ჟურნალისტებთან საუბრისას, გუნდის კაპიტანმა მარეკ ჰამშიკმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"თითოეულ შეხვედრაში უამრავ მომენტს ვაფუჭებთ, რაც იმის ბრალია, რომ კლასიკური ცენტრფორვარდი არ გვყავს. ბოლო მატჩებში მეტ ქულას ვიმსახურებდით, მაგრამ როდესაც გოლები ვერ გაგაქვს, რთულია გამარჯვების მოპოვება.
პოლონელმა 9 მატჩში 7 გოლი შეაგდო, შემდეგ კი დაშავდა და შეტევაში დიდი ვაკუუმი დატოვა. იმედია, არკადიუში მალე დაბრუნდება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"