რობერტო მანჩინიმ "შანხაი შენხუას" გაწვრთნაზე უარი თქვა

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უარი თქვა "შანხაი შენხუას" გაწვრთნაზე. ჩინური კლუბის ხელმძღვანელობა დაინტერესებული იყო მანჩინის მიწვევით, თუმცა იტალიელი სპეციალისტისგან უარი მიიღო.

Calciomercato.com-ის ცნობით, მწვრთნელს, რომელსაც ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცის თანამდებობასაც უკავშირებდნენ, საქმიანობის გაგრძელება ევროპულ კლუბში სურს.

51 წლის რობერტო მანჩინის, "ინტერის" გარდა, სხვადასხვა დროს რომის "ლაციოში", "ფიორენტინაში", "მანჩესტერ სიტისა" და "გალათასარაიში" უმუშავია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული